ის ადამიანები, რომლებიც დღეს ანწუხელიძის სახელს ეფარებიან, არიან ანწუხელიძისა და სხვა გმირი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალების მხარდამჭერები, რუსების სასარგებლოდ, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს.
ელენე გააშიშვლეს, უკან შეუკრეს ხელები და ასე ჩვეულებრივ ოთახში, ჩვეულებრივ საწოლზე, გაშიშვლებული ქალი, პოლიტიკოსი ეწვათ საკმაო ხანს და მეტალოდეტექტორს ატარებდნენ შიშველ სხეულზე, - ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
შიშველ სხეულზე მატარებდნენ მეტალოდეტექტორს, ხაზგასმული აგრესია და ძალადობა იყო პოლიციის მხრიდან - ახლა მოულოდნელად მითხრეს, გადიო, ადვოკატთანაც არ დამარეკინეს, - ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გათავისუფლების შემდეგ „ნოდარ მელაძის შაბათში“ განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავების შემდეგ, მის მიმართ „შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები განხორციელდა“.
აქტი, რომელიც რეალობას არ ითვალისწინებს, არ შეიძლება, „მეგობარი აქტი“ იყოს, ეს არის მტრული აქტი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
“ნატო-ს რომელიმე ერთ წევრზე თავდასხმის შემთხვევაში ალიანსი მას დაიცავს”, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან, დონალდ ტუსკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, აქციის მიმდინარეობისას ადმინისტრაციული წესით ოთხი პირი დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.
ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუა 2025 წლის 30 მარტს გათავისუფლდება, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, რობერტ კიუტმა განაცხადა.
ამერიკის სენატის საგარეო კომიტეტმა დაამტკიცა „მეგობარი აქტი“, რომელიც “ქართული ოცნების“ რეჟიმს ანტიდასავლურ, ავტორიტარულ ძალად აღიარებს - ტყუილად იხარჯებით, ქოცებო – თქვენ უკვე გაუქმებულები ხართ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ლიდერ ქალთა საზოგადოებამ" კვლავ დაამტკიცა, რომ მხოლოდد ორგანიზაცია არ არის - ეს არის მისია, რომელიც სოციალურ ცვლილებებს ისახავს მიზნად. მათი მე-11 საქველმოქმედო ღონისძიება იყო არა მარტო შეხვედრა, არამედ სოლიდარობის ძლიერი გზავნილი.
