გლობალური ადაპტაციის კორექტირებული ინდექსით საქართველო საუკეთესო ათეულში, ეკონომიკური მზაობით კი მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია
მსოფლიო ბანკმა კეთილდღეობის შემფასებელ გლობალურ მონაცემთა პლატფორმაზე გლობალური ადაპტაციის ანგარიშის შედეგები განაახლა. კვლევა, რომელსაც ნოტერდამის უნივერსიტეტი აწარმოებს, ზომავს ქვეყნების მოწყვლადობის და მედეგობის დონეს გლობალური გამოწვევების მიმართ, მათ მზადყოფნასთან ერთად, გააუმჯობესონ მდგრადობა.
კვლევის მიზანია დაეხმაროს მთავრობებს, ბიზნესებსა და თემებს ინვესტიციების პრიორიტეტულობის დადგენაში, რათა უფრო ეფექტური რეაგირება მოახდინონ მომავალ გლობალურ გამოწვევებზე. მოწყვლადობის კონტექსტით კვლევაში გაანალიზებულია 6 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სექტორი – საკვები, წყალი, ჯანდაცვა, ეკოსისტემური მომსახურება, ადამიანის ჰაბიტატი და ინფრასტრუქტურა, ხოლო მზაობის თვალსაზრისით კვლევა კონცენტრირებულია სამ ფაქტორზე – ეკონომიკური მზადყოფნა, მმართველობის მზადყოფნა და სოციალური მზადყოფნა.
კვლევის ფარგლებში განხორციელდა მსოფლიოს 192 ქვეყანაში არსებული ვითარების ანალიზი.
გლობალური ადაპტაციის ზოგადი ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყანას შორის დასახელდა, კორექტირებული ინდექსის მიხედვით კი, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის კეთილსაიმედოობით შეიწონა, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მე-8 ადგილზე გავიდა. განსაკუთრებული წარმატება ეკონომიკური მზაობის ინდიკატორით დაფიქსირდა, სადაც საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში მოხვდა. გლობალური ადაპტაციის ეკონომიკური მზაობის მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო ხუთეული ასე განისაზღვრა: სინგაპური, ნორვეგია, დანია, საქართველო და ახალი ზელანდია.
სიახლეები
- ,,სამწუხაროდ ამ დიპლომატის განცხადებები სრულიად ანტიქართული და ანტიდემოკრატიულია"- ნინო წილოსანი
- ,,პეტერ ფიშერი ქართველი ხალხის წარმოდგენაში დარჩება გერმანიის იმ ელჩად, რომელიც ფაშისტური სლოგანის ფონზე პოზირებდა"- შალვა პაპუაშვილი
- შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 108 მილიონი დოლარის ღირებულების Hawk სისტემის აღჭურვილობის მიყიდვა დაამტკიცა
- 22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- დროებითი გზის მოწყობა მიმდინარეობს სოფელ კურსებში
