2021 წლიდან 2022 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, 31 ეკონომიკური ოპერატორის მიერ ბაზარზე განთავსებულ 77 სათამაშოს დოკუმენტური შემოწმების შემდეგ, რეალიზაცია შეუჩერდა, ტექნიკური შემოწმების საფუძველზე კი, რიგი შეუსაბამობები გამოვლინდა სათამაშო ფრჩხილის ლაქის ნაკრებში, მუსიკალურ სათამაშო ქსილოფონსა და 8 სახეობის ტყლარწში.
კატასტროფული მდგომარეობაა, ცარიელი ძვლები დარჩა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში“ შვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
თბილისში, მშვიდობის ხიდზე უკრაინის ერთობის დღესთან დაკავშირებით მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.
„ჯეო ჰოსპიტალსის“ საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორის მამუკა ოთიაშვილის განცხადებით, დაჭრილი ორი პირი მკურნალობას ქირურგიულ განყოფილებაში განაგრძობს და მათი მდგომარეობა სტაბილურია, მესამე, 24 წლის მამაკაცი კი, რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე რჩება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
გასულ, 2022 წელს, საქართველოსთვის სამი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო: თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი. სავაჭრო ბრუნვის (19 042,9 მლნ აშშ დოლარი) 37,6 პროცენტი ამ ქვეყნებზე მოდის.