April 30, 2024

"გაიხსენეთ რა ხდებოდა 2012 წელს, როცა მომლოცველებს გარეჯში ჩასვლა შეუზღუდეს"

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში დავით გარეჯის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

 

"ექს-პრეზიდენტის 2007 წლის ვიდეო ინტერვიუ გავრცელდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე (ვიდეო იხ. კომენტარებში).
 
ვიდეოში ფაქტიურად ამბობს, რომ თავის კოლეგასთან ერთად გადაწყვიტა, "შევქმნათ ჯგუფი და საზღვარი დაიხატოს ისე, რათა სტრატეგიული სიმაღლე, დარჩეს აზერბაიჯანის მხარესო".
 
აქ რამდენიმე კითხვა იბადება:
 
1. თუ სიმაღლე რჩება იქეთ, როგორ უნდა დარჩეს ჩიჩხიტური აქეთ?
2. თუ თავად გადაწყვიტეს, რატომ არ გააფორმეს ეს წერილობით?
3. რატომ არ გააუქმეს 1996 წლის შეთანხმება რუკებთან დაკავშირებით? იმ შეთანხმების თანახმად, სხვა რუკებით სარგებლობის იურიდიული უფლება არ ჰქონდათ.
4. ეს რა ფრაზაა "საზღვარი ისე დაიხატოს"?
5. ცალკე შესაფასებელია ექს-პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება, თითქოს ეს სიმაღლე აზერბაიჯანს სამხედრო დანიშნულებისთვის ესაჭიროებაო. ამ თემას არ ჩავუღრმავდები აზერბაიჯან-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობიდან გამომდინარე. უბრალოდ, როგორ უნდა "დახატო" საზღვარი ისე, რომ სიმაღლე იქეთ დარჩეს, ხოლო მთლიანი სამონასტრო კომპლექსი აქეთ?
 
 
მოკლედ, ეს ვიდეო ჩანაწერი მთავარ კითხვას სცემს პასუხს, რომ გადაწყვეტილება მაშინდელმა პრეზიდენტმა მიიღო.
 
 
ახლა გაიხსენეთ რა ხდებოდა 2012 წელს, როცა ჩვენს მომლოცველებს შეუზღუდეს გარეჯში ჩასვლა, ვინ რა განცხადებებს აკეთებდა? ასევე გაიხსენეთ რა ხდებოდა 2019 წელს, რა აქციები მოეწყო, ვინ რა განცხადება გააკეთა? ამ ყველაფერზე 2019 წლის 28 მაისის პოსტში ვწერდი, რომელშიც 2012 წლის ამბებიც შეგახსენეთ. ვისაც გაინტერესებთ, მოგაწვდით,"- წერს ის.
 
 
წაკითხვა 689 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.