April 26, 2024

"ივანიშვილის სასამართლო კლანია ეს, მისივე დავალებების შემსრულებელი და მისსავე შავ ხელფასზე მყოფი"

ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვყენებს:

 

"სასამართლოს კლანიო, ისე იძახიან ქოცები, ვითომ მართლა ავტონომიური იყოს ეს დაჯგუფება და მართლა ჩინჩალაძე იყოს მისი პატრონი.

 

ივანიშვილის სასამართლო კლანია ეს, მორჩით ბოდვას. მისი პირადი სასამართლო გვარდია, მისივე დავალებების შემსრულებელი და მისსავე შავ ხელფასზე (ყოველთვიური ქეშის დარიგება მაქვს მხედველობაში) მყოფი.

 

მოსამართლეების ავტონომიური “ბლატაობა” თეორიულადაც კი შეუძლებელია, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებების მძლავრი თანადგომის გარეშე. ეს ისევე ცხადია, როგორც ორჯერ ორი ოთხია."- წერს ნიკა გვარამია.

წაკითხვა 1132 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 29 2018

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.