"ბიძინას რომ პრობლემები აქვს, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენი პრობლემები გადაწყდა" - გია ხუხაშვილი
ეს არის წარმატების ერთადერთი ფორმულა, რითაც ოპოზიციამ უნდა იხელმძღვანელოს - წერს ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში და ოპოზიციას მოუწოდებს მოსახლეობის ნდობა დაიბრუნონ.
გთავაზობთ პოსტს უცვლელად:
"ბიძინას რომ პრობლემები აქვს, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენი პრობლემები გადაწყდა.ხელისუფალი რომ ეჯავრებათ, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ უყვარხართ.ხელისუფალს რომ არ ენდობიან, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ გენდობიან.ხელისუფლება შეცდომებს რომ უშვებს, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ უშეცდომონი ხართ.ხელისუფლება დანაშაულს რომ ჩადის, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ უდანაშაულოები ხართ.თუ გინდათ წარმატებული იყოთ, თქვენ თვითონ უნდა გადაწყვიტოთ პრობლემები, შეაყვაროთ თავი, დაიბრუნოთ ნდობა, არ დაუშვათ შეცდომები, არ ჩაიდინოთ დანაშაული.ეს არის წარმატების ერთადერთი ფორმულა, რითაც ოპოზიციამ უნდა იხელმძღვანელოს".
სიახლეები
- "პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო"- შსს
- "რაც უფრო გაძალიანდება ხელისუფლება და ივანიშვილი, მით უფრო ცუდად დამთავრდება მათთვის"- გიგი უგულავა
- "მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ დააზიანონ რუსთაველის გამზირზე მოწყობილი სცენის ინვენტარი და ტექნიკა" - შსს
- პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება იყო
- "დღეს ამ კანონის მიღება არის ქვეყნის ღალატი!" - ფრიდონ შუბითიძე