April 26, 2024

„განათლების მინისტრის დანაშაულს აქვს კონკრეტული სახელი – ია კერზაიას მკვლელობა!” –ნიკა გვარამია

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, “რა, სად, როდის” ყოფილ მონაწილეებს და ამჟამად დეპუტატებს ფეისბუქის საკუთარი გევრდიდან მიმართავს:

“აღარ ვაპირებ განათლების მინისტრად წოდებული ბატიაშვილის სერიოზულად განხილვას. არავითარი რეფორმები თუ ანტირეფორმები ჩემს მიერ აღარ იქნება შეფასებული. ეს კაცი არის დამნაშავე და არათუ თანამდებობაზე, თავისუფლებაზე არ უნდა იყოს. მის დანაშაულს აქვს კონკრეტული სახელი – ია კერზაიას მკვლელობა. სრული სოლიდარობა ივანიშვილის განათლების მკვლელი სისტემის მამხილებელ Bachana Shengeliaს. და სრული სირცხვილი მათ, ვინც მისი მეგობარია და გატრუნული ადევნებს თვალს ბაჩანას დედის გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას.

 

გავიდა თქვენს მიერ საქმეში გასარკვევად მოთხოვნილი ერთი თვე. ყველაფერი ითქვა და სახეზეა! ამოიღეთ ხმა ახლა ან სამუდამოდ დადუმდით.

 

George Mosidze
Levan Koberidze
Irina Pruidze
Gedevan Popkhadze

 

ps მოხსენით თეგები, თუ ეს გიშველით.” – წერს ნიკა გვარამია.

წაკითხვა 1306 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.