April 27, 2024

"თუ კიდევ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა ამაში, მაშინ უნდა დაესვა საბოლოო დიაგნოზი, როცა მოღალატე დაგვასვეს თავზე "

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ზაზა ბიბილაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"მამუკა ხაზარაძე: "თუ ასე გაგრძელდა, ქართული ოცნება სულ მალე შეიძლება კოლექტიურ სერგო ორჯონიკიძედ იქცეს."

-- თუ როგორ გაგრძელდა? რამეს სხვანაირად ამბობდნენ ან აკეთებდნენ 2012 წელს, როცა საკუთარი პასტებით ავირჩიეთ?

გრუ-ს აგენტი შკრილნიკოვი რომ პოლიტპატიმრად შერაცხა ოცნების უმრავლესობამ, ყველაზე გვიან მაგ მომენტიდან იქცა ხელისუფლება კოლექტიურ ორჯონიკიძედ.

თუ კიდევ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა ამაში, მაშინ უნდა დაესვა საბოლოო დიაგნოზი, როცა მოღალატე დაგვასვეს თავზე პრეზიდენტად. ქალი, რომელიც არა მხოლოდ 2008 წლის ომის დაწყებას აბრალებდა საქართველოს, არამედ 2007 წელს რუსების მიერ წითელუბნის დაბომბვასაც ფარსად მიიჩნევდა, რუსების გასაშავებლად.

ცხადია, ივანიშვილის ხელისუფლება ისტორიას დარჩება, როგორც მოღალატე. ჩვენ კი იმის მიხედვით შეგვაფასებენ შვილები, ვინ როდის და რა მოტივაციით დავინახეთ ის - და დავუპირისპირდით იმას - რაც იმთავითვე აშკარა იყო.

მარტო ხაზარაძეს არ ეხება ეს. კიარადა, ხაზარაძეს საერთოდ არ ეხება. ბევრი მორალისტი ისეთივე შემართებით იბრძოდა ბესელიების და წულუკიანიების მხარდამხარ ადრე, როგორც ახლა - მათ წინააღმდეგ. არადა, ბესელია და წულუკიანი საერთოდ არ შეცვლილან.

საბედნიეროდ, ამჯერად ყველანი ვთანხმდებით, რომ ესენი კოლექტიური სერგოორჯონიკიძეები არიან, მაგრამ მომავალში ისევ იქნება ბევრი დილემა. ბევრი გზაგასაყარი. ბევრი არჩევანი - კარგსა და ცუდს, სუფთასა და კორუმპირებულს, კეთილსინდისიერსა და ვირეშმაკას, უანგაროსა და ანგარებიანს შორის. და ვიღაცები ისევ გვეტყვიან, რომ გვეჩვენება. რომ ვამეტებთ. რომ ასე ვერ იქნება. რომ არ ჯერათ. რომ ასე ცუდადაც არაა საქმე. რომ არ გაუგიათ, რადგან ტელევიზორს არ უყურებენ. რომ ყველა ერთნაირია. და ასე გაგრძელდება, სანამ მათთვისაც კი გაუსაძლისი არ გახდება ყოფა.

ხოდა, პრინციპში, მომავალში კი არა, ასეთი დილემა, ასეთი არჩევანი - ასეთი ტესტი - ლამის ყოველ დღე გვაქვს, დღესაც. და ამ ტესტში, როგორც წესი, ვიჭრებით. უკეთეს შემთხვევაში, მიამიტობით. უარესში - გაცნობიერებული ან გაუცნობიერებელი ანგარებით.

#გააგრძელესაქართველოსისტორია " - წერს ზაზა ბიბილაშვილი.

წაკითხვა 657 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.