May 20, 2024

"ბიძინა ისევ მოქალაქეების ჯიბიდან ამოიღებს ამ ფულს"– სერგი კაპანაძე

პარლამენტის ვიცესპიკერი სერგი კაპანაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"მაგრამ, ამომრჩევლის უპრეცედენტო მოსყიდვას რომ თავი დავანებოთ:


1. ბიძინა ამ ფულს არ გადაიხდის. და თუ, სასწაული მოხდა და გადაიხადა, რეალურად, ისევ მოქალაქეების ჯიბიდან ამოიღებს ამ ფულს. ზუსტად ისე, როგორც ეს სხვა დაპირებების დროს გააკეთა. 


2. ეს არის ქართული ოცნების უკანასკნელი გაფართხალება და ბოლო რესურსის გამოყენება. იმდენად უჭირთ, რომ მოსყიდვის ღია ფორმებზეც კი არ ამბობენ უარს. 


3. რეალურად, ეს არ არის სიღარიბის პრობლემის მოგვარება. ამ ადმიანების ნაწილი ისევ აიღებს სესხს, თან შთაგონებული იქნებიან იმით, რომ თურმე კეთილი ბიძია გადაუხდის მომავალშიც. ამიტომ, ჩვეულებრივი "დათვური სამსახურია".

 

ამ მავნებლურ სპირალს რომ ბოლო მოეღოს, ამ ეტაპზე უნდა დამარცხდეს ბიძინა და დაკარგოს პრეზიდენტის პოსტი.

 

შემდეგ ეტაპზე კი ისეთი ძალა უნდა უნდა მოვიდეს მთავრობაში, რომელიც ასეთ უკიდურესად მავნებლურ მემარცხენე კომუნისტურ იდეებს ახლოსაც არ გააჭაჭანებს პოლიტიკასთან.

 

წინააღმდეგ შემთხვევაში ჩქარი ნაბიჯებით მივუახლოვდებით ვენესუელას. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ იქ ნავთობი აქვთ/ჰქონდათ, ჩვენ კი არ გვაქვს/გვექნება."– წერს სერგი კაპანაძე.

წაკითხვა 808 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 19 2018
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.