April 26, 2024

მაისი 24 2022 წაკითხვა 297 ჯერ

ფემიციდი, იგივე ფემინიციდი - ეს არის მამაკაცთა მხრიდან ქალებზე ძალადობისა და მათი მკვლელობის აღმნიშვნელი სახელდება. ფემიციდი საქართველოში გახშირებულია,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი წერს.

 

მისივე თქმით, მოძალადე კაცებში ამას განაპირობებს ბავშვობისდროინდელი ტრავმები, არასწორი აღზრდა, ოჯახურ ძალადობრივ გარემოში ყოფნა და სტერეოტიპული განწყობა, რომელიც ეფუძნება პატრიარქატის, როგორც მამაკაცთა უპირატესი როლის თავისებურ გაგებას, ქალის მესაკუთრეობას.

 

"არსებობს სხვა ფაქტორებიც.

 

ისეთ საზოგადოებაში, სადაც ქალის როლი დაკნინებულია ან მამაკაცთან საკმარისად არ არის გათანაბრებული, ფემიციდის შემთხვევები გახშირებულია.

 

სამწუხაროდ, საქართველოში ქალის როლი საკმარისად გათანაბრებული არ არის. მაგალითად, ეს კარგად ჩანს მშობლების განწყობაში მემკვიდრეობითი ქონების გადაცემის დროს, როცა ისინი უპირატესობას უფროს ვაჟს ანიჭებენ. თუმცა, კანონით მშობლების ქონება ყველა მემკვიდრეზე თანაბრად ნაწილდება.

 

ფემიციდის მაგალითებია ბოლო დღეების ფაქტები, როცა ერთმა ქმარმა ცოლი ავტობუსში შვილების წინ მოკლა, მეორემ კი გაჩერებაზე დაჭრა.

 

ძალადობრივ გარემოში და ქალის მესაკუთრეობის ტრადიციითა თუ განწყობით  გაზრდილი მამაკაცები ვერ უშვებენ იმას, რომ მათ ცოლებსაც აქვთ უფლებები, მათაც შეუძლიათ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება, მუშაობა, სწავლა, უკმაყოფილების გამოხატვა, გასართობად წასვლა და ასე შემდეგ.

 

ქალის უფლებების მიუღებლობა კონფლიქტებისა და ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის მიზეზი ხდება. ზოგ შემთხვევაში მკვლელობით მთავრდება.

 

რამდენიც უნდა ვიძახოთ, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ, ქალმა გვაზიარა ქრისტეს, თამარ მეფე გვყავდა, ეს პრობლემას ვერ გადაფარავს.

 

ჩვენ კაცებს არ უნდა შეგვეშინდეს ქალის როლის გაძლიერება, მათი უფლებებისა და თანასწორობის აღიარება, მათთვის მეტი შესაძლებლობების მიცემა, მათ შორის პოლიტიკაში. 

 

რაღაცები უნდა შევცვალოთ აღზრდაშიც.

 

აუცილებლად ვასწავლოთ ვაჟებს, რომ არ შეიძლება ქალების დაჩაგვრა, მათი როლის დაკნინება და ავუხსნათ, რომ ქალებთან მესაკუთრეობით ურთიერთობა ჯანსაღი არ არის. ხოლო გოგონები აღვზარდოთ ისე, რომ პატარაობიდანვე იცოდნენ საკუთარი უფლებები და მათი დაცვა.

 

#არაქალკლა"-წერს გოგა ჩანადირი.

მაისი 23 2022 წაკითხვა 308 ჯერ

ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

მაისი 23 2022 წაკითხვა 302 ჯერ

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი განმარტავს, თუ რა სიმპტომები ახასიათებს ე.წ მაიმუნის ყვავილს.

მაისი 19 2022 წაკითხვა 567 ჯერ

ჟურნალისტი თინა კანდელაკი  საქართველოს შესახებ, სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს და  პასუხობს კითხვას, თუ რატომ არ წერს ხოლმე თავისი მშობლიური ქვეყნის შესახებ და საქებარ სიტყვებს არ იშურებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკის მიმართ.

მაისი 18 2022 წაკითხვა 465 ჯერ

ფინეთს აქვს 1300 კილომეტრიანი საზღვარი რუსეთთან. პეტერბურგამდე სულ რაღაც 200 კილომეტრი აშორებთ. მიუხედავად ამისა, წკმუტუნიც კი ვერ გაბედა პუტინმა დღემდე ნეიტრალური ქვეყნის განაცხადზე ნატოში გაწევრიანების შესახებ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე წერს.

მაისი 18 2022 წაკითხვა 336 ჯერ

გუშინ კიდევ 10-მდე ავტობუსით მოხდა მარიუპოლის გმირი დამცველების გაყვანა რუსების მიერ დროებით კონტროლირებად იელენოვკას ტერიტორიაზე, მაგრამ აზოვსტალში ჯერ კიდევ რჩებიან აზოვის პოლკის მეთაური დენის პროკოპენკო, 36 ქვეითთა ბრიგადის ხელმძღვანელი ვოლინა და სხვა მებრძოლები, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ალექსი პეტრიაშვილი წერს.

გვერდი 28 სულ 118
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.