April 29, 2024

"საქართველოს მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოთხოვნაზე დასავლეთის უპრეცედენტო ზეწოლას ეროვნული ინტერესებით პასუხობს"

საქართველოს მთავრობა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მოთხოვნის თაობაზე დასავლეთის უპრეცედენტო ზეწოლის საპასუხოდ, ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, დასავლეთს სურს, საქართველო რუსეთის გამაღიზიანებლად გადააქციოს.

 

„ახლა საქართველოში პრეზიდენტთან ერთად, არის მთავრობა, რომელიც უპრეცედენტო ზეწოლასთან ერთად, მოთხოვნაზე საპასუხოდ, შეუერთდეს სანქციებს, გახსნას მეორე ფრონტი, ასეთი ტერმინოლოგიაც კი ისმის უკვე, ისინი ამბობენ: „მოგეხსენებათ, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი ეროვნული ინტერესებით. ჩვენ გვაქვს ვაჭრობა რუსეთთან, გვაქვს ტურიზმი და ვიღებთ ენერგორესურსებს. ეჭვი არ მეპარება, რომ მათ სურთ, საქართველო გადააქციონ მორიგ გამაღიზიანებლად, დაუბრუნონ სიტუაცია სააკაშვილის აგრესიულ დროში“,- აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

წაკითხვა 170 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.