May 16, 2024

თებერვალი 29 2020 წაკითხვა 628 ჯერ

სინგაპურის მთავრობა, პრეზიდენტი და პარლამენტის წევრები კორონავირუსით ინფიცირებულთა მიმართ სოლიდარობის ნიშნად ერთი თვის ანაზღაურებაზე უარს ამბობენ.

თებერვალი 29 2020 წაკითხვა 548 ჯერ
28 თებერვალს ვითარება სირიაში რადიკალურად შეიცვალა და სირიაში მიმდინარე კონფლიქტი, დიდი ალბათობით, ახალი მიმართულებით დაიწყებს განვითარებას, რომელსაც უკვე რუსეთ-თურქეთის დაპირისპირების ჭრილში განვიხილავთ.
თებერვალი 29 2020 წაკითხვა 754 ჯერ

ცნობილი ამერიკელი მსახიობი, ტომ კრუზი კარანტინში მოათავსეს.

თებერვალი 28 2020 წაკითხვა 605 ჯერ

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები 83 045-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი კი - 36 574-ს აღწევს.

თებერვალი 24 2020 წაკითხვა 614 ჯერ

“ეს იმ წვრთნების საპირისპიროა, რომელიც შარშან და შარშანწინ რუსეთმა და ჩინეთმა ჩაატარეს - “აღმოსავლეთის ფარი”, რომელშიც მონაწილეობა 100 ათასმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო და რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაახლოებით 10 ათასიანი სადესანტო ნაწილების დესანტირება შორეულ აღმოსავლეთიდან კავკასიის რეგიონში მოახდინეს”, - ასე აფასებს “რეზონანსთან” საუბრისას ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ევროპაში ნატოს ფართომასშტაბიანი წვრთნების “ევროპის დამცველი 2020”-ის დაწყებას. გერმანიის საპორტო ქალაქ ბრემერჰავენში წვრთნებში მონაწილე ამერიკული სამხედრო კონტიგენტის პირველი უკვე ჩავიდა, მძიმე ტექნიკითა და შესაბამისი აღჭურვილობით. აღსანიშნავია, რომ ამერიკელი ჯარისკაცები და მძიმე ტექნიკა თავდაპირველად გერმანიის, საფრანგეთისა და ნიდერლანდების პორტებში გადმოიტვირთება, საიდანაც გადანაწილდებიან პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში სარკინიგზო ან საავტომობილი გზების გამოყენების საშუალებით. სწავლება დაიწყება აპრილში და მაისის თვეში უკვე 10 სახელმწიფოს მოიცავს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ამერიკელებმა გერმანიაში ჯარების გადმოსხმა დაიწყეს - ევროპა დიდი წვრთნებისთვის ემზადება.

თებერვალი 24 2020 წაკითხვა 879 ჯერ

ირანის ქალაქ ყუმში კორონავირუსით სულ მცირე 50 ადამიანია დაღუპული, - ამის შესახებ ინფორმაციას ირანული სააგენტო ILNA ქვეყნის დეპუტატზე დაყრდნობით ავრცელებს.

გვერდი 215 სულ 224
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.