May 17, 2024

თებერვალი 08 2020 წაკითხვა 439 ჯერ

ჩინეთში, ბოლო ერთი დღის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 86 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 722-ს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს.

თებერვალი 07 2020 წაკითხვა 425 ჯერ

ჩინელი ექიმი, ლი ვენლიანგი, რომელიც საზოგადოებას დეკემბერში აფრთხილებდა "კორონავირუსის მსგავსი" დაავადების გავრცელების საფრთხეზე, დღეს თავად ამ დაავადებით გარდაიცვალა.

თებერვალი 06 2020 წაკითხვა 455 ჯერ

კალიფორნიის ქალაქ ბევერლი ჰილსში გარდაიცვალა ცნობილი ამერიკელი მსახიობი კერკ დაგლასი. მას დეკემბერში 104 წელი შეუსრულდებოდა.

თებერვალი 06 2020 წაკითხვა 488 ჯერ

დაახლოებით 3700 ადამიანი ორ კვირას დახურულ კარანტინში გაატარებს საკრუიზო ლაინერზე იაპონიის ნაპირებთან. მანამდე გემზე ახალი კორონავირუსით დაავადებული მგზავრები აღმოაჩინეს. როგორც იტყობინებიან, კარანტინის პერიოდში ყველას უზრუნველყოფენ უფასო წვდომით ინტერნეტზე და ტელეფონზე.

თებერვალი 05 2020 წაკითხვა 495 ჯერ

"თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, სირიის პროვინციაში თურქი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის გამო, უკიდურესად აღშფოთებულია, შურისძიებას აპირებს და რუსეთს მოუწოდებს, რომ ამაში ხელი არ შეუშალონ წინ არ გადაეღობონ”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "გზაზე ნუ გადაგვეღობებით“ - ერდოღანმა რუსეთს ულტიმატუმი წაუყენა

თებერვალი 05 2020 წაკითხვა 447 ჯერ

იაპონიაში, იოკოჰამას პორტში საკრუიზო ხომალდი დააკავეს, რომელშიც 10 ადამიანი კორონავირუსით დაავადებული აღმოჩნდა.

გვერდი 217 სულ 224
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.