სექტემბერი 26 2022 წაკითხვა 155 ჯერ

სულ მცირე 57 ადამიანი დაიღუპა ირანის მასშტაბით მიმდინარე ანტისამთავრობო გამოსვლების დროს, რომლებსაც ბიძგი მისცა მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის დაპატიმრებული 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილმა - იუწყება უფლებადამცველი ჯგუფი.

სექტემბერი 26 2022 წაკითხვა 164 ჯერ

რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ქვეყანაში გამოცხადებული მობილიზაციის გამო, ყაზახეთში გადავიდნენ, კინოთეატრში ათევენ ღამეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისის“ რუსული სამსახური ავრცელებს.

სექტემბერი 25 2022 წაკითხვა 166 ჯერ

რუსულმა კამიკაძე, უპილოტო თვითმფრინავებმა ქალაქ ოდესაზე კვლავ იერიში მიიტანეს. ამის შესახებ ოდესის საკრებულოს პრესსამსახურმა ტელეგრამის პოსტში განაცხადა.

სექტემბერი 24 2022 წაკითხვა 167 ჯერ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, საომარი მდგომარეობის დროს საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმა რუსეთში სამიდან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

 

ამასთან, საომარი მდგომარეობის დროს მეთაურის ბრძანებების შეუსრულებლობა დაისჯება ორიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. იგივე კანონი დეზერტირობისთვის ან სამხედრო მოსამსახურეების მიერ გაწვევის შემთხვევაში სამხედრო სამსახურში გამოუცხადებლობა 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

პუტინის მიერ ხელმოწერილი კანონის მიხედვით, მობილიზაციის, საომარი მდგომარეობის, საომარი მოქმედებების ან სამხედრო კონფლიქტის დროს სამხედრო სამსახურში უფროსის მიმართ ძალადობისთვის პირს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სექტემბერი 24 2022 წაკითხვა 171 ჯერ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ რუსეთიდან გაქცეული მოქალაქეებისთვის ევროკავშირის კარის გაღებას მხარს უჭერს. აღნიშნული განცხადება შარლ მიშელმა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში გააკეთა.

სექტემბერი 23 2022 წაკითხვა 156 ჯერ

ირანში, ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, მასშტაბური საპროტესტო აქციების დროს, სულ მცირე, 36 ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის ხელისუფლება, თავის მხრივ, აცხადებს, რომ დაიღუპა 17 ადამიანი, მათ შორის უსაფრთხოების ხუთი თანამშრომელი.

გვერდი 71 სულ 223
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.