შემდეგი კვირები ძალიან მნიშვნელოვანია. კონსოლიდაციას, პოლიტიკური მუხტის შენარჩუნებას, მრავალრიცხოვნებას და პრინციპულ და თავგადადებულ ბრძოლას თუ შევძლებთ, მივაღწევთ ყველაფერს და გავალთ სამშვიდობოს, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში, რომელიც მის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.


საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ვარდების რევოლუციიდან“ 18 წლისთავთან დაკავშირებით გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან ღია წერილს ავრცელებს.

 

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, საქართველო დაიბრუნებს ძველ დიდებას და ბრწყინვალებას და ის 18 წლის შემდეგ, ხელახლა დებს ამ ფიცს.

 

მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, „ვარდების რევოლუციამდე“ საქართველო იყო სიბნელეში და მის შემდეგ გაბრწყინდა.

 

„ჩემო განსაკუთრებულო ხალხო, „ვარდების რევოლუცია“ თქვენი შექმნილია და მინდა შეგახსენოთ, რომ რევოლუციამდე საქართველო იყო ტერიტორია და შემდეგ გახდა სახელმწიფო. საქართველო გახდა „ერი სხვა ერთა შორის“, როგორიც იყო ილია ჭავჭავაძის ოცნება. საქართველო იყო სიბნელეში და გაბრწყინდა.

 

ჩვენ დავამტკიცეთ, რომ არ ვართ პატარა სოფელი იმით, რომ გავხდით მსოფლიოს მოწინავე რეფორმატორი ქვეყანა. ამერიკის პრეზიდენტი საგანგებოდ ჩამოვიდა და გვიწოდა „მსოფლიო დემოკრატიის შუქურა“. მითხრა, რომ ეს ვიზიტი იყო მის ცხოვრებაში ყველაზე დასამახსოვრებელი და შთამაგონებელი მოგზაურობა.

 

ქართველები ვართ განსაკუთრებული ერი! არ ვიმსახურებთ არც სიღატაკეს და არც სიბნელეს! ჩვენ არ ვართ ზარმაცები, როგორც ცდილობენ წარმოაჩინონ, არამედ იმ 9 წელიწადში ყველაზე სწრაფად ვმუშაობდით და ვვითარდებოდით.

 

მე რომ არ მჯეროდეს ჩემი ერის გამბედაობის და დიდბუნებოვნების, სიცოცხლეს არ გავრისკავდი და არ ჩამოვიდოდი ახლა. დიახ, მე ჩემი სიცოცხლე თქვენს ხელში ჩავდე იმიტომ, რომ მე მჯერა თქვენი და თქვენც უნდა ირწმუნოთ საკუთარი ძალების.

 

„ვარდების რევოლუციის“ თაობაა ის ხალხი, ვინც უმაღლესში ქრთამის გარეშე ჩააბარა, ვინც სახელმწიფოს დაფინანსებით უცხოეთში ისწავლა, ვინც უსაფრთხო სკოლაში გაიზარდა და არაძველბიჭურ გარემოში გადიოდა გარეთ. „ვარდების რევოლუციის“ თაობაა თავისუფალი, ლაღი გოგო-ბიჭები, რომელთათვისაც თავისუფლება უზენაესი ღირებულებაა.

 

როდესაც საქართველოს ჰიმნის პირველი რედაქცია მომაწოდეს, საკუთარი ხელით დავამატე სიტყვები,(რომელიც ამოღებულ იქნა)- "თავისუფლება დღეს ჩვენი" ... ეს ჩემი ცხოვრების დევიზია და ეს სიტყვები როგორც არასდროს, ისე აქტუალურია დღეს ჩვენთვის.

 

„ვარდების რევოლუციამ“ საქართველო რეგიონის სუპერვარსკვლავად აქცია და მილიონობით ადამიანის შთაგონების წყაროდ იქცა. ის იყო შთაგონება უკრაინის, ყირგიზეთის, ლიბანის, არაბული სამყაროს რევოლუციებისთვის. ჩვენს რეფორმებზე საუბრობდა მთელი მსოფლიო, რის გამოც საქართველო მტრის განსაკუთრებულ სიძულვილს იმსახურებდა.

 

ჩვენი ქვეყანა დაიბრუნებს ძველ დიდებას და ბრწყინვალებას! დღეს, თქვენს წინაშე, 18 წლის შემდეგ, ხელახლა ვდებ ამ ფიცს!

 

ყველანი უნდა გავერთიანდეთ მიუხედავად წარსულისა, მომავლის გამო!

 

ქართველები დავიბრუნებთ ჩვენ ქვეყანას და დავანახებთ ყველას, რომ არც ზარმაცები ვართ და არც გამყიდველები. არც უმნიშვნელოები ვართ და არც მონობისთვის დაბადებულები!თავისუფლება დღეს ჩვენი!

 

წმინდა გიორგი შეგვეწიოს ჩვენს გარდაუვალ გამარჯვებაში!“,-აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

 


იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს.


სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი გამოსვლა მომეწონა - მან დიდი იმედი გამიჩინა, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც პარლამენტში მოშიმშილე დეპუტატების მოსანახულებლად იმყოფება.


"თუ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს რამე მო­უ­ვა, ამა­ზე თა­ვად იქ­ნე­ბა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი“, - ეს გან­ცხა­დე­ბა სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა, დე­კა­ნოზ­მა ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძემ გა­ა­კე­თა.


იმ კადრების გავრცელება, რომლებიც ღირსებისა და პატივის შემლახველია, ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტისთვის, კატეგორიულად მიუღებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გლდანის #18-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის ამსახველი კადრების გამოქვეყნების შესახებ განაცხადა.


"სააკაშვილის მიმართ ამგვარი ამაზრზენი დამოკიდებულება ახარებს ქვეყნის შიგნით ყველაზე შავბნელ ძალებს და ქვეყნის გარეთ ჩვენს მტერს!",  - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.


"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში იძულებითი შესახლების კადრებს.


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზადაა შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა გარკვეულ პირობას აყენებს.


უკრაინულ გაზეთ «КП в Украине»-ში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „იგი უკვე ვაშინგტონისა და ბრიუსელის საყვარელი პიროვნება აღარ არის: რატომ შეაქცია ზურგი დასავლეთმა მიხეილ სააკაშვილს“ (ავტორი - ვიქტორ ტიმოფეევი). მასალაში მიმოხილულია უკრაინის მოქალაქის და საქართველოს ექს-პრეზიდენტის შიმშილობასთან დაკავშირებული მოვლენები: მისი გადაყვანა საპყრობილის საავადმყოფოში, ოპოზიციისა და ხელისუფლების განცხადებები, უკრაინის საპროტესტო ნოტა და ა.შ.


გვერდი 4 სულ 13
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.