მოემზადონ გუდანაბადის ასაკრავად, ხელისუფლების მშვიდობიანად გადმოსაბარებლად, როგორც გადავაბარეთ, ისევე გადმოგვაბარებენ, რამდენიც არ უნდა იხტუნაონ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.მოემზადონ გუდანაბადის ასაკრავად, ხელისუფლების მშვიდობიანად გადმოსაბარებლად, როგორც გადავაბარეთ, ისევე გადმოგვაბარებენ, რამდენიც არ უნდა იხტუნაონ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.


.„ივანიშვილი რვა წელია გვყოფს, ერთმანეთს გადაგვკიდა, ოჯახები გადაკიდა. ათასი ტყუილი, საზიზღობა, ჭორი გაავრცელა. ამიტომ ახლა ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ გამარჯვების შემდეგ, არანაირი რევანში და ანგარიშსწორება არ უნდა იყოს. ჩვენ ეს იარები უნდა მოვიშუშოთ, გავამთელოთ რაც გაყოფილია, ჩავეხუტიოთ ერთმანეთს, დავივიწყოთ ძველი წყენა“, - ამის შესახებ შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ბადრი ბასიშვილის წარდგენისას განაცხადა.


საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი განცხადებით, გუშინ, ზუგდიდში მომხდარი მოვლენების შედეგად, სახელმწიფო პრაქტიკულად განადგურდა.


მიხეილ სააკაშვილი თავისთავად პოლიტიკური საფრთხობელაა და ამას დამატებით ხაზგასმა არ სჭირდება,- ასე პასუხობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ჟურნალისტებთან ოპოზიციის წევრების განცხადებას იმის თაობაზე, რომ “კარტოგრაფების საქმით” ხელისუფლებას სურს მიხეილ სააკაშვილი საფრთხობელად წარმოაჩინოს.


საბერძნეთის დედაქალაქ ათენში მიხეილ სააკაშვილზე თავდასხა სცადეს.


პარლამანტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" მთავარი კონკურენტი მათი წარსულია.

 

თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ძველმა ოპოზიციამ 150 დეპუტატის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრობის 150 კანდიდატი წარადგინა.

 

"მე არაერთხელ მითქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი არის მისი წარსული, ისევე როგორც "ნაციონალური მოძრაობის". საზოგადოებამ ნახა, რომ 150 დეპუტატის ნაცვლად, ამ ძველმა ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრობის 150 კანდიდატი წარადგინა, ვნახეთ ასევე თანამდებობების გაყოფის პროცესი წინასწარ, ჯერ კიდევ სანამ არ არის არჩევნები დასრულებული. ჩვენ ამ ყველაფრისთვის დროს ვერ დავკარგავთ, ჩვენ გვაქვს გეგმა, პოზიტიური დღის წესრიგი, გამოცდილი გუნდი და დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერით ამ ბრძოლაში, სამართლიანად გავიმარჯვებთ", - განაცხადა თალაკვაძემ.


ნეკრესი პრაქტიკულად მკვდრეთით აღვადგინე, სამების ტაძრის გუმბათის მოოქროებაც ჩემი ინიციატივა იყო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.


მიხეილ სააკაშვილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა და მას, საარჩევნო კოდექსით, საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა ეკრძალება, – ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


უკრაინის ტელეარხ „უკრაინა-24“-ის («Украина-24») პროგრამაში „უკრაინა ტიგრან პეტროსიანთან ერთად“, 27 სექტემბერს ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა.


თავდაპირველად საუბარი შეეხო უკრაინაში 25 სექტემბერს მომხდარი თვითმფრინავ „ან-26“-ის ავიაკატასტროფას, რომლის შედეგად 30-მდე სამხედრო კურსანტი დაიღუპა. ამასთან დაკავშირებით პროგრამის წამყვანმა ტიგრან პეტროსიანმა და მიწვეულმა სტუმარმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის თავდაცვის სფეროს მდგომარეობაზე იმსჯელეს.


„მე თვითონ მოყვარული პილოტი ვარ. შესაძლოა ავარია მეტალის დაღლილობამ გამოიწვია... საერთოდ, უკრაინას ბევრი ძველი, ანტიკური ხანის თვითმფრინავები აქვს. როცა მე საქართველოს პრეზიდენტი ვიყავი, ჩვენ გვსურდა უკრაინისაგან „მიგ-29“-ები გვეყიდა, რომლებიც უკრაინას ბევრი ჰქონდა. კიევის აეროპორტში ყველგან „მიგ“-ებს დაინახავდი - მარცხნივ და მარჯვნივ. ჰოდა, ვიფიქრეთ - რად უნდა უკრაინას ამდენი „მიგ-29“, ჩვენ უფრო მეტი საფრთხე-მუქარების წინაშე ვდგავართ, მოდით, მათგან ვიყიდოთო. წარმოიდგინეთ, რომ 125 „მიგ“-იდან, რომელიც უკრაინას ჰქონდა, გამართული აღმოჩნდა მხოლოდ ექვსი! მახსოვს შემთხვევა, როცა ლეონიდ კუჩმა ამბობდა - ტუზლის ინციდენტის დროს - ჩვენ ჰაერში „მიგ“-ებს ავაფრენთო, სინამდვილეში მას ჰაერში ასაფრენი თვითმფრინავები არ ჰქონდა, მისი სიტყვები, უბრალოდ, ბლეფი აღმოჩნდა“, - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.


პროგრამაში ისაუბრეს უკრაინის რეფორმების შესახებ, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს შეადარა:


„მე წარმოვადგენ რეფორმების ეროვნულ საბჭოს - ჩვენ კი მხოლოდ მრჩეველის ფუნქცია გვაქვს. განა რა შეგვიძლია? საქართველოში მე რომ მაგიდაზე მუშტს დავატყამდი, ყველაფერი სრულდებოდა. მე ხელის მოწერაც კი არ მჭირდებოდა არაფერზე - ღამის ორ საათზე ვიტყოდი, დილის ექვს საათზე ჩემი ნათქვამის შესრულება იწყებოდა... აქ კი ვიღაცას უნდა შეუთანხმო, ურჩიო - მხარს ან დაუჭერენ, ან არ დაუჭერენ. რთულია მუშაობა. ყველგან ძველი კადრები ბრუნდებიან. ჩვენ შევიმუშავეთ კორუფციის საწინააღმდეგო რეფორმა, რომლის რეალიზების შემდეგ კორუფცია საბაჟოზე აღარ იქნება, ანუ, ის, რაც მე გავაკეთე ოდესაში. ცხადია, მთლიანად სისტემის ცვლილება ვერ შევძელით, მაგრამ ადილობრივად ეს რეალურად გავაკეთეთ. ამჟამად კი რა ხდება? შევიმუშავეთ მშენებლობის სფეროში კორუფციის საწინააღმდეგო კანონპროექტი, იდეა პრეზიდენტმა მოიწონა, მაგრამ დოკუმენტი სამი თვეა უწყებიდან უწყებაში დადის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირველი სართულიდან მეხუთეზე, შემდეგ ისევ უკან.. და ამას დასასრული არ აქვს. ჭკუიდან გადავდივარ, რა... ფრანც კაფკა ვერ წარმოიდგენდა, რომ ასეთი სისტემა იარსებებდა...


გარდა ამისა, მე იდიოტობად მიმაჩნია ევროკავშირის კანონების ასლის გადმოღება უკრაინისათვის... გვთავაზობენ ისეთ კანონის მიღებას, რომელიც დებილურია. ასეთი კანონი კორუფციას გააძლიერებს. ევროკავშირის დირექტივებს ყველაფერში არ უნდა დავთანხმდეთ. უკრაინაში არსებულ ევროკავშირის მისიაში, სამართლებრივი დახმარების გაწევის მიზნით, 300 კაცი ზის და უკრაინის კანონებს წერს ისე, როგორც ავსტრიაში და შვედეთშია. ამ კანონებით ჩვენ ისე არ ვიცხოვრებთ, როგორც ავსტრიელები და შვედები ცხოვრობენ“.


ტიგრან პეტროსიანი შეეხო უკრაინის მთავრობის სავარაუდო გადადგომის საკითხს და მიხეილ სააკაშვილს ჰკითხა - ხომ არ იგეგემება მისი დანიშვნა მინისტრთა კაბინეტში.


„მე უკვე ვყოყმანობ. მუდმივი კანდიდატი ვარ რაღაც თანამდებობეზე. სანამ უკრაინაში გავლენის ჯგუფები ძლიერი იქნება, მანამ ისინი არ დაუშვებენ, რომ რომელიმე ისეთ თანამდებობაზე დავინიშნო, სადაც კონრეტული გადაწყვეტილების მიღება შეიძლება... მე მაღალ თანამდებობაზე სამი მიზეზის გამო არ დამნიშნავენ: პირველი - მე ვიცი, როგორ გავანეიტრალო ჩემი არაკეთილმსურველები, მეორე - მე დიდი გამოცდილება მაქვს და მესამე - ისინი მე კარგად მიცნობენ და იციან, რომ მათი წესებით არ ვითამაშებ. ვიცი, როგორ მივაღწიო შედეგებს. მათ სუსტი ადამიანები ჭირდებათ, რომლებსაც მანიპულირებას დაუწყებენ“.


კითხვაზე - „რამდენიმე კვირის წინ ფართოდ იხილებოდა თქვენი საქართველოში დაბრუნების საკითხი პარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებით. თქვენ ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრის კანდიდატად დაგასახელათ. რამდენად შესაძლებელია ამ გეგმის რეალიზება“, მიხეილ სააკაშვილი პასუხობს:


„იცით, რა ხდება დღეს საქართველოში? ბოლო გამოკითხვებით, რომელიც ფრანგებმა ჩაატარეს, ოპოზიციას [გამარჯვების] მეტი შანსი აქვს, ვიდრე მმართველ პარტიას თავიანთი ულტრანაციონალისტურ მოსკოვურ მომხრეებთან ერთად - ე.წ. პატრიოტების პარტიის სახით. ქართველები - იმის გამო, რომ მოსახლეობაზე ძლიერი ზეწოლა ხდება - ზოგჯერ კითხვაზე პასუხის დროს სიმართლეს არ ლაპარაკობენ, მაგრამ როგორც გამოკითხვით გაირკვა, 64%-ს ჯერ კიდევ ვერ გაურკვევია, თუ ვის მისცემს ხმას. ეს ძალიან მნიშვნელოვნი რაოდენობაა.


იცით, რა მოხდა საქართველოში? მე რომ პრეზიდენტი ვიყავი, საქართველოში ეკონომიკის მოცულობა ოთხჯერ გაიზარდა. ჩემს დროს უცხოეთიდან უფრო მეტი ბრუნდებოდა, ვიდრე მიდიოდა... დღევანდელი ხელისუფლების ხელში კი ეკონომიკა კი არ გაიზარდა, არამედ დაეცა და ქვეყნიდან მოსახლეობის თითქმის 20% წავიდა. მე ახლა ვნანობ, რომ თავის დროზე თვითონ წამოვაყენე [ევროკავშირთან] უვიზო რეჟიმის წინადადება. ვფიქრობდი, რომ ევროპაში ჩვენ ტურისტების სახით ვივლიდით. [ჩვენს მიერ რეფორმირებული] ქართული საბჟო დღეს უკრაინაზე ბევრად კარგია, უფრო გამართულად მუშაობს, მაგრამ როცა ხელისუფლებაში, ზემოთ, უუნარო ადამიანები სხედან, ყველაფერი გაჩერებულია. მე უკვე ვთქვი, რომ თუ პრემიერი ვიქნები, მხოლოდ დროებით, გარდამავალ პერიოდში. მე ყველა კაბინეტზე ალერგია მაქვს.


საქართველოს წარმატება ბევრად არის დამოკიდებული უკრაინის მდგომარეობაზე. თუ უკრაინაში პოზიტივი არ იქნება, საქმე ცუდად იქნება საქართველოშიც. გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველო წარმატებული უკრაინის გარეშე ვერ იარსებებს. უკრაინა თუ დააცემინებს, საქართველოს ტემპერატურა უწევს. ჩვენ სუპერწარმატებული სახელმწიფო ვიყავით, მაგრამ როგორც უკრაინაში ყველაფერმა ჩამოშლა დაიწყო ვიქტორ იანუკოვიჩის დროს, მივხვდით, რომ საქართველო არავის ადარდებს. რატომ წააგო ჩემმა პარტიამ 2012 წელს არჩევნები? იმიტომ, რომ უკრაინაში „ბარდაკი“ დაიწყო. ჩემი გული ორივე ქვეყანას ეკუთვის - საქართველოსაც და უკრაინასაც“.


ჟურნალისტის შენიშვნაზე - „როგორც დამკვირვებლები ამბობენ, ყველა ოპოზიციური პარტია მხარს არ უჭერს თქვენს კანდიდატურას და მეორე - საქართველოში შეიძლება მაიდანი მოხდესო, მიხეილ სააკაშვილი პასუხობს:


„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც მე მიჭერს მხარს, ოპოზიციურ ფლანგში 80%-იანი გავლენა აქვს. ჩვენ შეგვიძლია ხმების 40% მივიღოთ და კოალიციური მთავრობა შეიქმნას. ეს დიდი წარმატება იქნება იმ დროს, როცა მე არ მიშვებენ საქართველოში და ბევრ ჩვენს მომხრეს დევნიან... თუმცა ჩვენ საქართველოში კარგი ახალგაზრდა კადრები გვყავს, ბოლო დროს ახალგაზრდებს ხშირად ვესაუბრები...“.


საუბარი შეეხო მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების საკითხს:


კითხვა: „მიხეილ ნკოლოზოვიჩ, როცა თქვით, რომ საქართველოში განსაზღვრულ სიტუაციაში დაბრუნდებოდით, უკრაინაში სერიოზული საინფორმაციო კამპანია დაიწყო თქვენს წინააღმდეგ. ალბათ, წაიკითხავდით სოციალურ ქსელებში, მოისმენდით ტელევიზიაში შეფასებებს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ტურისტია, გასტროლიორი...“


მიხეილ სააკაშვილი: „ამას ის ხალხი ამბობდა, რომლებსაც ჩემი დანახვა უკრაინის ხელისუფლების არცერთ ადგილზე არ სურდათ. ახლა კი გაიძახიან - სად მიდის, ვის ხელში გვტოვებს? აი, ასეთი თვალთმაქცები არიან. ისინი ძალიან ხარობენ, მაგრამ ნაადრევად. მე ისევ აქტიურ მონაწილეობას მივიღებ უკრაინის ცხოვრებაში. მე უკრაინა მიყვარს“.


წყარო: https://ukraina24.segodnya.ua/video/363-ukraina-s-tigranom-martirosyanom-v-studii-mihail-saakashvili


მოამზადა სიმონ კილაძემ


საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტს ეხმაურება:


გვერდი 9 სულ 13
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.