საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებს.


უკრაინაში დასაქმებულ საქართველოს ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ამ დღეებში ესაუბრა რახიმბეკ აბდრახამოვიყახაზეთის ქალაქ ატირაუს (ყოფ. გურიევის - „ნავთობის დედაქალაქის“) ყოველკვირეული გაზეთის „აკ-ჟაიკ“-ის («Ақ Жайық») ჟურნალისტი. 17 თებერვალს ინტერვიუს ვიდეოჩანაწერი და შემოკლებული ტექსტური ვერსია გამოცემის ვებგვერდზეც გამოქვეყნდა.


მინდა, მივმართო ივანიშვილს მელიას თაობაზე. დამთავრდა ის დრო, როდესაც უპრაგონოდ იჭერდი ხან ვაშლის თლაზე, ხან კოსტუმებზე, ხან ათასგვარ სისულელეზე, არავის ამის არ ჯერა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.


საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უკრაინის ელჩის, იგორ დოლგოვის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. 


„ნაციონალური მოძრაობა“ შეკრულია და განწყობილია ქართველი ერის ინტერესების საბრძოლველად ისე ძლიერად, როგორც არასდროს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.


მოლაპარაკების პროცესს დადებითად ვაფასებ, რადგან ვარდების რევოლუციის დროს ამერიკის ელჩის რეზიდენციაში რეგულარულად ვხვდებოდით მაშინდელ სახელმწიფო მინისტრს, პრემიერ-მინისტრ ჯორბენაძეს და ვუყენებდით მოთხოვნებს, ის არაფრის შემსრულებელი იყო და ამის პარალელურად ვაძლიერებდით ზეწოლას ქუჩიდან, რომელმაც, საბოლოო ჯამში, ითამაშა გადამწყვეტი როლი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.


საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განმარტებას ეხმაურება.

 

როგორც მიხეილ სააკაშვილის აღნიშნავს, ის გრიგოლ ვაშაძის მიერ გავრცელებულ განმარტებას სრულად ეთანხმება.

 

„მთლიანად ვეთანხმები, უკომპრომისო ბრძოლა გამარჯვებამდე!“,-წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

 

შეგახსენებთ, გრიგოლ ვაშაძემ დილით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტება გავრცელა, სადაც აღნიშნავს:

 

„მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს;

 

ამ პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი - სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით;

 

სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ;

 

ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო“, - ნათქვამია ვაშაძის განცხადებაში, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.


მარსზე გაფრინდება, - ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ჟურნალისტების კითხვას, აიღებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში წამოსასვლელ ბილეთს.


დარწმუნებული ვარ, ახლა ხდება ციფრების ხელოვნურად გაბერვა, რათა ქვეყანა ჩაკეტონ და ხალხმა არ დაიბრუნოს მოპარული არჩევნები, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.


თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა უკრაინიდან მიმართა. 


გვერდი 8 სულ 13
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.