May 1, 2024

ჩემი პრეზიდენტობის დროს არცერთ ჩემს ნათესავს პოლიტიკასა და ბიზნესში კარიერა არ გაუკეთებია - ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან

უკრაინაში დასაქმებულ საქართველოს ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ამ დღეებში ესაუბრა რახიმბეკ აბდრახამოვიყახაზეთის ქალაქ ატირაუს (ყოფ. გურიევის - „ნავთობის დედაქალაქის“) ყოველკვირეული გაზეთის „აკ-ჟაიკ“-ის («Ақ Жайық») ჟურნალისტი. 17 თებერვალს ინტერვიუს ვიდეოჩანაწერი და შემოკლებული ტექსტური ვერსია გამოცემის ვებგვერდზეც გამოქვეყნდა.

 

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

 

რახიმბეკ აბდრახამოვი: ვთქვათ და თქვენ ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი გახდით - რას გააკეთებდით პირველ რიგში?

 

მიხეილ სააკაშვილი: „პირველ რიგში აუცილებელია მერიტოკრატიის (ნიჭიერი, უნარიანი მმართველთა ელიტის) შექმნა. თანამდებობებზე ღია კონკურსებით, ტალანტის მიხედვით უნდა დაინიშნონ. მე, მაგალითად, ვინც კი მჭირდებოდა, [სამსახურში] ყველა კონკურსის მიხედვით ამყავდა. ეს იმიტომ, რომ როგორც კი დაიწყებ თანაკლასელების, თანაკურსელების, ნათლიებისა და ნათლულების სამსახურში მიყვანას, ამით კარგი არაფერი გამოვა.

 

საქართველოში ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში (მანამდე კი მე ვიყავი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი...) არცერთ ჩემს ნათესავს კარიერა არ გაუკეთებია არც პოლიტიკაში და არც ბიზნესში. მე მათ სპეციალურად ვადევნებდი თვალს, რომ კარიერა არ გაეკეთებინათ. შეიძლება ისინი ძალიან ჭკვიანები არიან, მაგრამ მე ასეთი მიდგომით ხელს ვუშლი ჩემს ძმებს... რა ვიცი, კიდევ... ჩემს ბიძას, ბიძაშვილებს... მე თვალს ვადევნებდი და ხელს ვუშლიდი, რომ ისინი არ დასაქმებულიყვნენ სახელმწიფო აპარატში და ჩემს ზურგს უკან რაიმე არ გაეკეთებინათ... ყველა გაფრთხილებული იყო, თუ მათთან ჩემი ნათესავი ან ძმა მივიდოდა, იმწამსვე ჩემთვის დაერეკათ, ან შინაგან საქმეთა მინისტრისათვის და გენერალური პროკურორისთვის. მათ უკვე ჰქონდათ ჩემგან მიცემული ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, რა უნდა ექნათ მათთან მისულ ჩემი ძმისათვის, რომელიც მე მიყვარს [ძმის სიყვარული პირადი ურთიერთობის სფეროს მიეკუთვნება], მაგრამ მე ის არ მეყვარება ოლიგარქის ან მაღალჩინოსნის სახით“.

 

წყარო: https://azh.kz/ru/news/view/74532

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წაკითხვა 854 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.