რამდენად მნიშვნელოვანია ევროსაბჭოს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია და რა მოხდება რეიკიავიკის სამიტზე

“პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს დელეგაციის მიერ ინიცირებულ ცვლილებს ასახავს.

ცვლილებები რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეშ დარღვევად აღიარებას ითვალისწინებს და საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანას მოითხოვს. ანალიტიკოს კახა გოგოლაშვილის შეფასებით, რეზოლუციის დამტკიცება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტია. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას გაიყვანოს ჯარები საქართველოდან”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რამდენად მნიშვნელოვანია ევროსაბჭოს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია და რა მოხდება რეიკიავიკის სამიტზე.

 

“რეზოლუცია, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო, ასევე ასახავს იმას რომ რუსეთის ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ იმ პოლიტიკის ნაწილია, რომელსაც რუსეთი 2008 წელს რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ატარებდა. საქართველოს პარლამენტის დელეგაციის მიერ ინიცირებული ცვლილებები ევროპელმა კოლეგებმა გაიზიარეს და ჩანაწერი რეზოლუციაში შეიტანეს. როგორც ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რუსეთმა დატოვა ევროპის საბჭო და რუსეთზე ზემოქმედების კუთხით ამ რეზოლუციის დამტკიცება ნაკლებად ეფექტიანი იქნება. თუმცა, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ამ საკითხის აქტუალიზაციას ანალიტიკოსი ძალიან მნიშვნელოვნად განიხილავს. მისივე თქმით, რუსეთის აგრესიის ფონზე, როცა მთელი მსოფლიო ებრძვის რუსეთის აგრესიას უკრაინის მიმართ, ძალიან კარგია თუ საქართველოს საკითხს არ დაივიწყებენ და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც მოხდება რეაგირება”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ეს რეზოლუცია მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ, როდესაც დასრულდება რუსეთ უკრაინის ომი და რუსეთთან გაიმართება ყოვლისმომცველი მოლაპარაკება, ამ მოლაპარაკებაში უნდა შევიტანოთ რუსეთის ჯარების საქართველოდან გაყვანის საკითხი, სავარაუდოდ ამ რეზოლუციას დაამტკიცებენ, ვინაიდან რუსეთმა დატოვა ევროპის საბჭო და არავითარი ბერკეტი რუსეთს აღარ გააჩნია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენთან საუბრისას კახა გოგოლაშვილი. რეზოლუცია მაისში რეიკიავიკის სამიტზე უნდა დამტკიცდეს, რომელიც ევროპის საბჭოს სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურთა შეხვედრაზე მოხდება”, - დასძენს გამოცემა.

წაკითხვა 214 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.