"ივანიშვილს ოპოზიციაში კიდევ ორი თავისი კაცი ჰყავს... ჯერ ლუსტრაცია არ დამთავრებულა"

“მიდის ლუსტრაცია. ბიძინა ივანიშვილს კიდევ ჰყავს შემონახული ორი კაცი, მაგრამ ჯერ არ აჩენს, რომლებიც მასთან გარიგებული არიან, მაგრამ მალე გამოჩნდებიან“, -

ასე ეხმაურება პარტია „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი „ოცნების“ გენერალური მდივნის კახი კალაძის განცხადებას, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მოლაპარკება ოპოზიციასთან შესაძლოა არა ერთიან ფორმატში, არამედ ცალკეულ პარტიებთან შეხვედრებით გაგრძელდეს, რასაც უკვე დათანხმდა „პატრიოტთა ალიანსი“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ივანიშვილს ოპოზიციაში კიდევ ორი თავისი კაცი ჰყავს... ჯერ ლუსტრაცია არ დამთავრებულა, - თაკო ჩარკვიანი

 

"პატრიოტთა ალიანსი“ დათანხმდებოდა ამ შეთავაზებას, სხვა რა უფლება ჰქონდა არ დათანხმებულიყო, ისეთ მჭიდრო კავშირშია ივანიშვილთან. ეს ახალი ამბავი არ არის და მოდიოდა ინფორმაციები. მაგრამ ამ ამბავში ყველაზე მეტად ის მომწონ, რომ მიდის ლუსტრაცია და გამოჩნდება ვინ ვინ არის. გაერთიანება იდეის გარეშე არის თაღლითების თავშესაფარი. ივანიშვილმა ზოგი თავად ჩასვა, ზოგიც თვითონ ეუბნება - "აგერ ვარ, ბატონოო“. ხალხი გადავრიეთ - ბურჯანაძე მაგიდასთან გვიზის; "გირჩის“ წარმომადგენელი აცხადებს, სადაც მეტი თავისუფლება იქნება იქ წავალთო; ბესელია ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს; მიშას რეიტინგის ჯიბრზე ვიღაცეებს პირველობა უნდათ; "ლელო“ იძახის ჩემს გარშემო გაერთიანდითო...“, - განაგრძობს გამოცემა.

 

"ლელო მე ვიცოდი "ორ ზღვას შუა“ და ახლა ორ ზღვას შუა "თი-ბი-სია“ თუ რა ხდება? რა გაუკეთებია ჯერ, რომ მთელი ოპოზიცია მაგის გარშემო შევიკრიბოთ?! ერთი რაც ივანიშვილის მომწონს - ჯერ შეგპირდება, გარიგებაზე წამოგიყვანს და მერე გადაგადებს - ეს არის ამ კაცის ბუნება და სავლე პავლედ ვერ იქცევა. ალბათ ისეთი თაღლითები, რომლებიც ხალხის ნების წინაშე წავლენ, უნდა გადააგდო. ჯერ ლუსტრაცია არ დამთავრებულა. ივანიშვილს კიდევ ჰყავს ორი კაცი შემონახული და არ აჩენს, მაგრამ მალე გამოჩნდება, რომელებიც მასთან არიან გარიგებული. ერთი მწამს, რომ ყველაფერი დაიწმინდება, ერთ მუშტად შეიკვრება ნათელი სახეები, დასავლური პარტიები და სწორ გზაზე გაიყვანს ქვეყანას“, - განაცხადა "რეზონანსთან“ თაკო ჩარკვიანმა”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 517 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 19 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.