April 30, 2024

"სააკაშვილის "ნიანგის ცრემლებით ტირილი" ფარისევლობაა"

"მიხეილ სააკაშვილის "ნიანგის ცრემლებით ტირილი", რომ თურმე მის დროს სასამართლო კარგი არ ყოფილა, ფარისევლობაა", - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ უსამართლო სასამართლო საკუთარ თავზე გამოსცადა.

 

მამუკა მდინარაძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" სამარკო ნიშანი, სწორედ მათი მმართველობის დროს მიღებული უკანონო და დაუსაბუთებელი სასამართლო გადაწყვეტილებები იყო.

 

„დამერწმუნეთ, მიხეილ სააკაშვილს თავის თავზე არ გამოუცდია ის, რაც მისი მმართველობის დროს გამოსცადა ძალიან ბევრმა უსამართლოდ დაჩაგრულმა ადამიანმა. მან სამართლიანი სასამართლო გამოსცადა, ხოლო მისი მმართველობის დროს ადამიანებმა გამოცადეს უსამართლო მიდგომა და დამოკიდებულება. აღარაფერს ვამბობ წამებაზე და ადამიანების მკვლელობაზე, სასამართლოში უკანონო და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებზე, რაც "ნაციონალური მოძრაობის" სამარკო ნიშანი იყო. დღეს, "ნიანგის ცრემლებით" ტირილი მიხეილ სააკაშვილის, რომ თურმე მის დროს სასამართლო არ ყოფილა კარგი, ეს ფარისევლობაა. მისი აღიარებები ემსახურება კონკრეტულ მიზანს, ცოტა მეტი ხმა მიიღოს რომ მეტი მანდატი ჰქონდეს პარლამენტში. თუმცა, საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს", -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

წაკითხვა 518 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.