თებერვალი 25 2020 წაკითხვა 645 ჯერ

“თუ მათ (ოკუპანტების) ლოგიკას მივყვებით, რომლის მიხედვითაც ახალგორში შესვლა შეზღუდეს, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ შემდეგი, რომ დაიწყო კონტრაბანდასთან ბრძოლის კამპანია (რატომღაც კონტრაბანდის საკითხი ამ შუა ზამთარში გაახსენდათ), დანარჩენი საქართველოს ტერიტორიიდან სურსათის და წამლების საკანცელარიო ნივთების და ა.შ. ამის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყეს,"- ასე აფასებს "რეზონანსთან" ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უახლოეს დღეებში საოკუპაციო ძალებმა შესაძლოა, სოფელ პერევთან არსებული საკონტროლო-გამშვები პუნქტიც ჩაკეტონ”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რატომ კეტავენ ოკუპანტები გამშვებ პუნქტებს ცხინვალის რეგიონის მთელ პერიმეტრზე

თებერვალი 22 2020 წაკითხვა 1597 ჯერ

ასე გამოიყურრება, დღესდღეობით აფხაზეთის ერთ - ერთი გამორჩეული, უმდიდრესი და ულამაზესი სოფელი კოჩარა. 

თებერვალი 21 2020 წაკითხვა 926 ჯერ

რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი გრეგორი კარასინი ტვ იმედთან საუბარში ამბობს, რომ ქართული საზოგადოების მღელვარების გამო, სავარაუდოდ, სერგეი ლავროვი არ ჩამოვა თბილისში 14-15 მაისს, ევროსაბჭოს მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად.

თებერვალი 20 2020 წაკითხვა 612 ჯერ

“შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმს მოუწოდებს, ახალგორის ე.წ გადასასვლელი პუნქტი გახსნას. მისი თქმით, ცხინვალის რეგიონში ჰუმანიტარული კრიზისია - აქ მცხოვრებ ადამიანებს, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმოსვლის შეზღუდვის გამო საკვების და მედიკამენტების დეფიციტი აქვთ. ყოფილ სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილისთვის კი გაუგებარია, ეს საკითხი ხელისუფლებამ რატომ არ დააყენა ერგნეთის შეხვედრების დროს, რაზეც სამინისტროში “რეზონანსს” უთხრეს, რომ ეს ინფორმაცია საერთაშორისო პარტნიორებს მიაწოდეს და საკითხი დააყენეს ასევე ერგნეთში ტექნიკური ხასიათის შეხვედრებზე... ზაქარეიშვილის თქმით, “გამშვები პუნქტის” დაკეტვა, წნელისთან ქართული საპოლიციო საგუშაგოს განთავსებამ გამოიწვია და მისთვის გაუგებარია, რა სტრატეგიული მნიშვნელობისაა ამ ტერიტორიაზე საგუშაგოს დატოვება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ახალგორში ჰუმანიტარული კრიზისია - რეჟიმი ქსნის ხეობის მოსახლეობას ისევ შანტაჟისთვის იყენებს.

თებერვალი 18 2020 წაკითხვა 622 ჯერ

"ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ქართველ მოსახლეობაში მშობლიური ენა აქტიურად იდევნება. დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრომ აფთიაქებს ჩამოართვა წამლები ქართული წარწერებით. ამასთან, ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე მცხოვრებლებს მშობლიურ ენაზე სწავლის უფლებას უზღუდავენ. ამის შესახებ ინფორმაციას "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" ავრცელებს. ამას ემატება ის გარემოებაც, რომ უკანასკნელ პერიოდში, ახალგორში ორი ქართული სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ახალგორი ქართველების გარეშე - "პროცესი მიდის ახალგორის დაცლისკენ, რომ იქ ქართველები საერთოდ არ დარჩნენ"

თებერვალი 01 2020 წაკითხვა 667 ჯერ

„ჩერნომორენერგოს“ ცნობით, აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვები მოიხსნა.

გვერდი 20 სულ 26
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.