April 29, 2024

"მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედება" - რატი ბრეგაძე კლინიკიდან გაქცეული პატიმრების საქმეზე

მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, თანამშრომლების მიმართაც და სამწუხაროდ, ერთი თანამშრომელი არის ამჟამად დაკავებული. ხელი არ უნდა შევუშალოთ გამოძიებას მუშაობაში, იმიტომ, რომ შესაძლოა სხვა პირების პასუხისმგებლობაც გამოიკვეთოს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „ავერსის“ კლინიკიდან სამი პატიმრის გაქცევის ფაქტზე მიმდინარე საგამოძიებო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა კითხვაზე, თუ რატომ არ ეკეთათ პატიმრებს ხელბორკილები კლინიკაში.

ამასთან, როგორც მინისტრმა განმარტა, ორი პირი, სამართალდამცველებმა ერთ რეგიონში დააკავეს და ისინი ფაქტობრივად ერთად იყვნენ.

„რაც შეეხება კითხვას, იხდიდნენ თუ არა სასჯელს ერთ პენიტენციურ დაწესებულებაში, დიახ, ისინი იხდიდნენ სასჯელს ერთსა და იმავე პენიტენციურ დაწესებულებაში, მიმდინარეობს გამოძიება. რამდენიმე დღეში დასრულდება საგამოძიებო მოქმედებები და როგორც ჩათვლის საჭიროდ გამოძიება, ისე ვიმოქმედებთ.

ერთ რეგიონში იყვნენ დაპატიმრებულები და იყვნენ ერთად, ფაქტობრივად.

მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედება მათ შორის თანამშრომლების მიმართაც და სამწუხაროდ, ერთი თანამშრომელი არის ამჟამად დაკავებული. ხელი არ უნდა შევუშალოთ გამოძიებას მუშაობაში, იმიტომ, რომ შესაძლოა სხვა პირების პასუხისმგებლობაც გამოიკვეთოს. თუ გამოვლინდება ხელშემწყობი იქნება ეს თუ სხვა პირი, რა თქმა უნდა, მათ მიმართაც დადგება შესაბამისი პასუხისმგებლობა“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მან ასევე განმარტა, რატომ მოხდა პატიმრების კერძო კლინიკაში გადაყვანა და აღნიშნა, რომ შესაბამისი კვლევების ჩასატარებლად ან იმის გამო, რომ ციხის საავადმყოფოში ადგილი არ არის, პატიმრები სამოქალაქო კლინიკებში გადაჰყავთ.

„ბევრი პატიმარი გადაგვყავს ჩვენ სამოქალაქო კლინიკაში, როდესაც არის ამის საჭიროება. შესაბამისად, როდესაც დადგა თქვენს კითხვაში დასულ მსჯავრდადებულთან გადაყვანის საჭიროება, ის გადაყვანილ იქნა კერძო კლინიკაში, რომელშიც იმყოფება წელიწადზე მეტია. ეს არის ჩვეულებრივად აპრობირებული პრაქტიკა, როდესაც, მაგალითისთვის, ციხის საავადმყოფოში არ იქნება ადგილი ან საჭიროა სხვა უფრო დამატებითი კომპლექსური კვლევების ჩატარება, ჩვეულებრივად გადაგვყავს ჩვენ პატიმრები სამოქალაქო კლინიკებში, განსხვავებით „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდის მმართველობისგან, რომლის დროსაც სისტემური პრობლემა იყო ადამიანების წამება და მათდამი არაადამიანური მოპყრობა და კლინიკის ნაცვლად, ისინი ჩაჰყავდათ მორგში, აბამდნენ გვამებზე და ასე მკურნალობდნენ“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

წაკითხვა 156 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.