"ყველა ერთად უნდა დავდგეთ, რომ ეს მძიმე სიტუაცია გამოვასწოროთ" - ზაზა წერეთელი
ყველა ერთად უნდა დავდგეთ, ჯანდაცვა და ეკონომიკა, ბიზნესსექტორი და მოსახლეობა, იმისათვის, რომ ეს მძიმე სიტუაცია, როგორმე გამოვასწოროთ, - ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა, ზაზა წერეთელმა განაცხადა.
მისი თქმით, შეზღუდვები, რომელზეც საქართველოს მთავრობა ბიზნესისა და ჯანდაცვის სფეროსთან ერთობლივად მსჯელობს, შეამცირებს მობილობას და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს მძიმე სამუშაოს შეუმსუბუქებს.
„არავის აქვს ილუზია, რომ ერთ და ორ კვირაში ყველაფერი შეიცვლება, მაგრამ ახლა უნდა გადაიდგას ის ნაბიჯები, რომ თუნდაც თვის ბოლოსთვის, როდესაც მოდის ახალი წელი, ჩვენ მეტ-ნაკლებად ამოსუნთქული შევხვდეთ და თუნდაც იმ ექიმებს და ექთნებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მუშაობენ ავადმყოფებთან, ცოტათი მაინც ამოისუნთქონ და დაისვენონ. შეზღუდვები, რომლის განხორციელებაც იგეგმება, მე ვფიქრობ, არის ძალიან კარგი იმ მიმართულებით, რომ ეს ეხება იმ ძირითად პრობლემებს, როგორიც არის მოსახლეობის მობილობა, რომ კონტაქტები იყოს უფრო ნაკლები და დავიცვათ სამი ძირითადი პირობა - ნიღბები, ორ მეტრიანი დისტანცია და ხელების დაბანა. თუ ჩვენ ამ წესებს არ დავიცავთ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს შეზღუდვებს. კიდევ ერთი საკითხია ის, რომ დაიწყო საუბარი ვაქცინაზე, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს, რომ ვაქცინები იყოს ხელმისაწვდომი საქართველოს მოსახლეობისთვის. ახლა ბიზნეს სექტორი გაგებით უნდა მოეკიდოს იმას, რომ რამდენიმე თვე ჩვენ უნდა გავიჭირვოთ, მივიდეთ იმ სიტუაციამდე, როდესაც ვაქცინაც გამოჩნდება, გაზაფხულიც დაიწყება და სხვანაირი ენერგიით გავაგრძელებთ ცხოვრებას“, - განაცხადა ზაზა წერეთელმა.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი