საქართველოში ე.წ. იმუნური ფენა გაჩნდა - რატომ შემცირდა ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი თითქმის 80%-ით
“კორონავირუსის გავრცელების ძირითადი წყარო შეზღუდვების შემოღებამდე იყო დახურული და ღია თავშეყრის ადგილები, რესტორნები, ბარები, სავარჯიშო დარბაზები, ტრანსპორტი და ა.შ, ხოლო ვირუსთან დაკავშირებულმა აკრძალვებმა გვიჩვენა ის, რომ ყველა შემოღებული რეგულაცია იყო სწორი.
გარდა ამისა, ინფიცირების რაოდენობა შემცირდა იმიტომ, რომ ბევრმა ადამიანმა უკვე მოიხადა ვირუსი და გამოუმუშავდა ე.წ იმუნური ფენა, რასაც სხვაგვარად ზოგჯერ ჯოგურ ან კოლექტიურ იმუნიტეტს (Herd Immynity) უწოდებენ - ასე აფასებენ დარგის სპეციალისტები კორონავირუსის ეპიდემიის გამო ერთი თვის წინ შემოღებული შეზღუდვების შედეგებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით საქართველოში ე.წ. იმუნური ფენა გაჩნდა - რატომ შემცირდა ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი თითქმის 80%-ით.
“პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე აკაკი ზოიძის აზრით, კორონავირუსის გავრცელების ძირითადი კერა იყო თავყრილობები დახურულ და ღია სივრცეებში, რადგან სადაც დისტანცია არ არის დაცული, ვირუსი ყველაზე მარტივად იქ ვრცელდება. მისივე თქმით, მსოფლიოშია დადასტურებული, რომ ძირითადი გავრცელების კერა არის სამასპინძლო ბიზნესები - რესტორნები კაფეები, ბაზრობები, მაღაზიები. ასევე სავარჯიშო დარბაზები და ტრანსპორტი. ინფექციონისტ ირაკლი ხმალაძის აზრით კი, გარდა რეგულაციებისა, ვირუსის გავრცელება შეამცირა იმუნური ფენის გამომუშავებამ, რადგან საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილს უკვე გადატანილი აქვს კორონავირუსი”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ჩვენ ვხედავთ, რომ კორონავისურთან დაკავშირებული შეზღუდვების შემოღება სწორი აღმოჩნდა. ამის გარდა, სრული ლოკდაუნიც ავიცილეთ თავიდან. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის აღნიშნული რეგულაციები მძიმე გადასატანია და ბევრმა ადამიანმა დაკარგა შემოსავალი, დადებითი მხარე ის არის, რომ სიკვდილიანობა შემცირდა და ეს არის მთავარი. ამ კუთხით გარკვეული შედეგი მოიტანა, რაც ვფიქრობ ყველაზე მნიშვნელოვანია. ძირითადი გავრცელების კერა, არა მხოლოდ ჩემი აზრით, არამედ მსოფლიო მასშტაბით დადასტურებული აზრით, არის სამასპინძლო ბიზნესები - რესტორნები კაფეები, ბაზრობები, მაღაზიები, სადაც ვერ კონტროლდება ადამიანთა ნაკადები. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ღია თუ დახურული სივრცეები. რასაკვირველია, დახურულ სივრცეში უფრო მარტივად ვრცელდება ვირუსი, მაგრამ, როცა ღია სივრცეში ხალხი მჭიდროდ იყრის თავს, ამ შემთხვევაშიც ეფექტი იგივეა. სავარჯიშო დარბაზები და ტრანსპორტიც ძალიან დიდ როლს თამაშობს ვირუსის გავრცელების კუთხით“, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკაკი ზოიძე.
“ჩვენ შეგვეძლო რეგულაციების თავიდან არიდება, თუ კი დავიცავდით წესებს და გავაკონტროლებდით ადამიანთა ნაკადებს, თუმცა, სამწუხაროდ, ამის დაცვა და აღსრულება ყველა ტრანსპორტსა და რესტორანში პრაქტიკულად შეუძლებელია და შესაბამისად იქნა არჩეული ეს გზა, რომელმაც თავისი შედეგი მოიტანა, მართალია ძალიან მძიმე ფასად, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს ეფექტი მივიღეთ. ეს ყველაფერი წყალში ჩაიყრება თუ უახლოეს დღეებში, როცა სავაჭრო მოლები და მააღაზიები გახსნილია, არ გამოვიჩენთ სიფრთხილეს, არ დავიცავთ დისტანცირების წესს, არ გავიკეთებთ პირბადეს, ის მსხვერპლი, რაც გავიღეთ, ტყუილად წყალში გადაყრილი აღმოჩნდება, რადგან საკმარისია ორი, სამი დღე რეგულაციების დარღვევა და დამთავრებულია აღნიშნული დადებითი დინამიკაც, რომელიც რეგულაციების ხარჯზე მივიღეთ. უმნიშვნელოვანესია, რომ ეს ახალი წელი მაქსიმლურად სახლში გავატაროთ ჩვენს ოჯახებთან ერთად”, - დაასკვნის აკაკი ზოიძე.
“პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ყველაზე მწვავე გავრცელების კერა იყო თავშეყრის ადგილები. მეორე მომენტი კი ის არის, რომ უკვე შეეშინდათ ადამიანებს და აქტიურად დაიწყეს ნიღბის გაკეთება, არა მხოლოდ დახურულ, არამედ ღია სივრცეებშიც. გარდა ამისა, ინფიცირების რაოდენობის შემცირებაზე იმოქმედა ე.წ იმუნური ფენის გამომუშავებამ. ჩვენ ვიცით, რომ საკმაოდ ბევრმა ადამიანმა უკვე მოიხადა კორონავირუსი და მე არაერთხელ მითქვამს, რომ ამ ვირუსის მოხდის შემდეგ ადამიანის ორგანიზმში არსებობს იმუნური ფენა, რის შემდეგაც ვირუსით დაინფიცირება დაბალია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ხელის შემწყობი ფაქტორია ის, რომ ბევრმა უკვე მოიხადა ეს ვირუსი და ეს აისახა კორონავირუსის დღიურ გავრცელების მაჩვენებელზეც, რომელიც საგრძნობლად შემცირდა. ზოგადად ვფიქრობ, რომ რეგულაციებმაც გაამართლა, რადგან, ჩემი აზრით, ერთ-ერთი მთავარი გავრცელების წყარო იყო ავტობუსები, საზოგადოებრივი ტრანპორტი, რომლებშიც ხშირად ადამიანებს 10-15 წუთით მაინც უწევდათ ყოფნა და სადაც პრაქტიკულად შეუძლებელი იყო დისტანციის დაცვა”, - მიიჩნევს ირაკლი ხმალაძე.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი