საქართველოში ჩინური ვაქცინის შემოტანას განიხილავენ
საქართველოში შესაძლოა Covid 19-ის ჩინური წარმოების ვაქცინა შემოიტანონ.
ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
"ჩინეთს აქვს ხუთი ვაქცინა და ერთ-ერთზე არის ლაპარაკი. მინდა გითხრათ, რომ მსოფლიოში ჩინური ვაქცინის რეიტინგი საკმაოდ მაღალია", - განაცხადა ცერცვაძემ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში.
მისი თქმით, ჩინურ ვაქცინას მაღალი სანდოობა აქვს. ამის მიზეზად წარმოშობის ადგილს ასახელებს და ამბობს, რომ ჩინელმა სპეციალისტებმა უკეთ იციან ვირუსის სტრუქტურა.
"ეს ვაქცინა ხელწამოსაკრავი არ იქნება", — განაცხადა ცერცვაძემ.
სიახლეები
- საქართველოს და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის ვეტერინარიისა და რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა
- ,,დღეს ირანთან ომი დავასრულეთ"- დონალდ ტრამპი
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ტრილიონერი გახდა
- ,,ოპოზიციას აბსოლუტურად არავითარი შანსი არ აქვს, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ ქართველ ხალხთან"- ირაკლი კობახიძე
- სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სენაკში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა
