რომელი ვაქცინის შემოტანას განიხილავს საქართველო
საქართველო ვაქცინაციის პროგრამისთვის ამ ეტაპზე, მხოლოდ იმ ვაქცინებს განიხილავს, რომელსაც აქვს მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების ავტორიზაცია და ასევე, ჯანმო-ს პრეკვალიფიცირებული ვაქცინა შესაძლოა, იყოს ის ვაქცინა, რომელსაც საქართველო გამოყენებისთვის განიხილავს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე საქართველო „ფაიზერის“, ასტრაზენეკას“ და „მოდერანას“ ვაქცინის შემოტანაზე მუშაობს, ხოლო რაც შეეხება ჩინურ ვაქცინებს, მისი განმარტებით, ამ ეტაპზე არცერთი ჩინური ვაქცინა არ არის აღიარებული მკაცრი მარეგულირებლისა და ჯანმო-ს მიერ.
„ამ ეტაპზე, ჩინური ვაქცინებიდან, როგორიც არის „სონოვაკი“ და „სინოფარმი“ არის დღეს ჩვენთვის ცნობილი ყველაზე წინ წასული ვაქცინები იმ ჩამონათვალიდან, რომლებიც შესაძლოა, ჩინეთში გამოიყენება, თუმცა არც ერთი მკაცრი მარეგულირებლების მიერ არ არის აღიარებული და არც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არ არის პრეკვალიფიცირებული. ამდენად, ჩვენ ამ ეტაპზე, რასაც განვიხილავთ, არის „ფაიზერის“ ვაქცინა, „ასტრაზენეკა“, „მოდერნა“, რომლებიც არის ის კანდიდატი ვაქცინები, რომლებიც შესაძლოა, ქვეყანამ გამოიყენოს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
სიახლეები
- ხორციანი ბლინები
- კოლუმბიაში ესროლეს პრეზიდენტობის პოტენციურ კანდიდატს, ეჭვმიტანილი დაკავებულია
- “მე, როცა სამშობლოს იარაღით ხელში ვიცავდი, თქვენ საცხოვრებელი სახლისა და ლუკმა პურის გარეშე ტოვებდით ჩვენს მოქალაქეებს – თქვენი განცხადება ჩხოროწყუელებისთვის არის დამამცირებელი და გირჩევდით მათ წინაშე ბოდიშის მოხდას” - ჯუმბერ იზორია მამუკა ხაზარაძეს
- “ხაზარაძეს მთავარი ოპოზიციონერობა უნდა, სააკაშვილის ადგილისთვის იბრძვის” - ჩერგოლეიშვილი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სულთმოფენობას აღნიშნავს