"მესამე ტალღა თებერვალში დაიწყება" - იმნაძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე იმედოვნებს, რომ კორონავირუსის მესამე ტალღა საქართველოსთვის დამანგრეველი არ იქნება და შეძლებენ, ისევე აიცილონ თავიდან, როგორც ეს პირველი ტალღის შემთხვევაში მოხდა.
იმნაძემ ჟურნალისტებს ურჩია ეპიდვითარებაზე საუბრისას საქართველოს სტატისტიკა სხვა ქვეყნებში დაფიქსირებულ მაჩვენებლებს შეადარონ. მან მაგალითად ირლანდია მოიყვანა.
„ირლანდიაში ახალი წლის 10 დღეში ოთხჯერ მოიმატა ავადობამ, მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდვები იყო ჩვენზე მკაცრი. ამიტომ ძალიან სიფრთხილით ვეკიდებით გახსნების საკითხს და ვცდილობთ ისევე ავიცილოთ თავიდან მესამე ტალღა, რომელიც არის სამწუხაროდ ბევრ ქვეყანაში, როგორც მოვახერხეთ და პირველი ტალღა პრაქტიკულად ავიცილეთ თავიდან. იმედია გამოგვივა“, - განაცხადა იმნაძემ.
მისი პროგნოზით, თქმით, მესამე ტალღა შესაძლებელია, თებერვლის ბოლოდან დაიწყოს.
სიახლეები
- „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორი ელისო კილაძე დააკავეს
- ინდური, არაბული და მექსიკური კვების ობიექტები – სეს-მა კვების 7 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
- ჟენევაში ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები დაიწყო
- საქართველოს წყვილმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
- ,,დღეს უფრო თვალსაჩინოა, რომ შანტაჟი, რომელიც მომდინარეობს გარე ძალებისგან მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით, ემსახურება საქართველოსა და რეგიონში პროცესების ესკალაციას"- მიხეილ ყაველაშვილი
