ვის მიანიჭებენ პრიორიტეტს ვაქცინაციისას - ტიკარაძის განმარტება
ვაქცინაციის პრიორიტეტში მედიკოსები არიან, რათა მათ დაინფიცირებული პაციენტების მოვლა და მკურნალობა შეძლონ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინსტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
ტიკარაძის თქმით, მედიკოსების შემდეგ, ვაქცინაცია ისეთ მოწყვლად ჯგუფებს ჩაუტარდებათ, როგორებიც არიან, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები და პენსიონერები.
"ვაქცინაციასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს გაიდლაინები და პრიორიტეტები. ამას ყველა ქვეყანა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ათანხმებს. განსაზღვრულია რისკ-ჯგუფები და მოწყვლადი ჯგუფები. პირველ რიგში, ყველა ქვეყანა სტატეგიულად გეგმავს, რომ არ დაინფიცირდნენ მედიკოსები, რათა მათ დაინფიცირებული პაციენტების მოვლა და მკურნალობა შეძლონ. პრიორიტეტში, ყველა ვარიანტში, მედიკოსები არიან. მედიკოსების ვაქცინაცია მნიშვნელოვნად ზრდის ვაქცნაციის სანდოობას მოსახლეობაში. შემდგომში ისეთი მოწყვლადი ჯგუფები, როგორიცაა ქრონიკული დაავადებების მატარებელი პირები და ასევე პენსიონერები. ჩვენ ამ პროცესს გეგმაზომიერად მივყვებით", - განაცხადა ტიკარაძემ.
სიახლეები
- ,,მივიღეთ გადაწყვეტილება გადავავადოთ 4 წლის ვადით" – ირაკლი კობახიძე
- საქართველოდან უცხო ქვეყნის 97 მოქალაქე გააძევეს
- ,,აი, შეხედეთ მეუფე შიოს პიროვნულად, გარეგნულად, რამდენად მშვენიერია…”- მეუფე საბა
- ,, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას - ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ''- მეუფე შიო
- ,,მთელი ცივილიზაცია ამაღამ მოკვდება და ვეღარასდროს დაბრუნდება'' - დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით
