"მილიონი დოზა Pfizer-ის ვაქცინის შესანახად ლოჯისტიკური ბაზა არ გვაქვს" - ცერცვაძე
მილიონი და 2 მილიონის დოზისთვის, Pfizer-ის ვაქცინას საქართველოს ლოჯისტიკური ბაზა არ ეყოფა და ოპტიმალური იქნება, მცირე რაოდენობის შემოტანა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
ცერცვაძის თქმით, Pfizer-ის ვაქცინას მინუს 80-გრადუსიანი მაცივრები სჭირდებ, რისი დიდი რესურსიც ქვეყანაში არ არის.
"საქართველოში შემოტანილი იქნება Pfizer-ის ვაქცინის რაღაც რაოდენობა. მილიონი და 2 მილიონის დოზისთვის, Pfizer-ის ვაქცინას საქართველოს ლოჯისტიკური ბაზა არ ეყოფა, იმიტომ, რომ ამ რაოდენობის მინუს 80-გრადუსიანი მაცივრები არ არის. ოპტიმალური იქნება, რომ შემოიტანონ Pfizer-ის ვაქცინის, რაღაც, მცირე რაოდენობა და ამ მცირე რაოდენობით აიცრას მთავარი რისკის ჯგუფები", - განაცხადა ცერცვაძემ.
სიახლეები
- საქართველოს და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის ვეტერინარიისა და რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა
- ,,დღეს ირანთან ომი დავასრულეთ"- დონალდ ტრამპი
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ტრილიონერი გახდა
- ,,ოპოზიციას აბსოლუტურად არავითარი შანსი არ აქვს, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ ქართველ ხალხთან"- ირაკლი კობახიძე
- სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სენაკში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა
