"პირბადის ტარების აუცილებლობა არ მოიხსნება ზაფხულშიც" - პაატა იმნაძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, შეზღუდვების შერბილება შესაძლებელი იქნება, თუ მოსახლეობა რეგულაციებს დაიცავს.
მისივე თქმით, პირბადის ტარების აუცილებლობა არ მოიხსნება არა მარტო გაზაფხულზე, არამედ ზაფხულშიც.
"თუ წესებს დავიცავთ მატება არ იქნება და შეზღუდვების შერბილება შესაძლებელი იქნება. მაინც რესპირატორუილია ეს დაავადება და ზაფხული ხელს შეგვიწყობს. თებერვლიდან რეგულაციები შემსუბუქდება, თუმცა რეგულაციების შემსუბუქების ხარისხი იქნება დამოკიდებული ეპიდსიტუაციაზე. რაც შეეხება რეგულაციების დაცვის კონტროლის გამკაცრებას, პირბადის ტარების აუცილებლობა არ მოიხსნება არა მარტო გაზაფხულზე, არამედ ზაფხულშიც. თენგიზ ცერცვაძემ თქვა, რომ უნდა გამკაცრდეს კონტროლი არსებული რეგულაციების დაცვაზე და მას არ უთქვამს, რომ თავად რეგულაციები უნდა გამკაცრდეს, ეს აბსოლუტურად სწორია," - განაცხადა პაატა იმნაძემ "ტელეკომპანია პირველის" ეთერში.
სიახლეები
- ცნობილია ვინ იბრძოლებს ქუთაისის მერობისთვის
- “სახეზეა საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებზე მიზანმიმართული, ძალადობრივი თავდასხმა, მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად და მოქალაქეთა დასჯის მიზნით, კრიმინალური მეთოდების გამოყენება” - საია
- “თბილისის საარჩევნო შტაბზე “ნაცი” ტიტუშკების თავდასხმები არჩევნებში გარე ჩარევის აშკარა მაგალითია, რომლის მიზანიც ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემოს შექმნაა” – პაპუაშვილი
- რუსეთის თავდასხმას დონეცკში 21 ადამიანი ემსხვერპლა
- მზია ამაღლობელს Free Media Awards-ი გადაეცემა