"COVID-19 ხელოვნურად არ შექმნილა" - ჯანმო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მეცნიერი და კორონავირუსის წარმოშობის შემსწავლელი ჯგუფის ხელმძღვანელი, პიტერ ბენ ემბარეკი აცხადებს რომ COVID-19 ხელოვნურად არ შექმნილა და რომ ის ბუნებრივი ვირუსების რიგს მიეკუთვნება.
პიტერ ბენ ემბარეკის ინტერვიუ, რომელშიც ის კორონავირუსის წარმოშობის შესწავლის აუცილებლობაზე საუბრობს ჯანმო-ს Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
"გვაქვს ხელსაწყოები, რომლის მეშვეობითაც ვირუსის გენეტიკური წარმომავლობის შესწავლა შეგვიძლია და როდესაც მათი საშუალებით COVID-19-ს ვაკვირდებით, ვერ ვხედავთ ვერანაირ მიზეზს, რაც გვაფიქრებინებს, რომ ის ხელოვნურად შეიქმნა. ის ბუნებრივად წარმოშობილი ვირუსია და ასეთები ჩვენს გარშემო მრავლად არიან. თუმცა, რა თქმა უნდა ვირუსის გავრცელების ამ ვერსიასაც გამოვიკვლევთ და შევისწავლით", - აცხადებს ჯანმო-ს მეცნიერი.
პიტერ ბენ ემბარეკმა კორონავირუსის წარმოშობის შესწავლის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
"ვირუსის შესწავლა სამი მთავარი მიზეზის გამო არის მნიშვნელოვანი. პირველ რიგში იმიტომ, რომ თუ მისი წარმოშობის წყაროს მივაგნებთ ამით სამომავლოდ ამ ვირუსის ხელახალ გავრცელებას თავიდან ავიცილებთ. მეორე მიზეზი არის ის, რომ თუ შევძლებთ დავადგინოთ, როგორ გადავიდა ვირუსი ღამურიდან ადამიანზე მომავალ პანდემიებს თავიდან ავიცილებთ. დაბოლოს, თუ შევძლებთ ვირუსის პირველსახის აღმოჩენას, სანამ ის ადამიანზე გავრცელდებოდა, უფრო ეფექტური ვაქცინის შექმნას შევძლებთ", - აღნიშნა მეცნიერმა.
ჯანმო-ს კორონავირუსის ექსპერტთა შემსწავლელი ჯგუფი კორონავირუსის წარმოშობის სავარაუდო ადგილას, ჩინეთში, კერძოდ კი ქალაქ უჰანში 14 იანვარს ჩავიდა. მეცნიერები 2 კვირას კარანტინში გაატარებენ, რის შემდგომაც გამოკვლევებს დაიწყებენ და COVID-19-ის წარმოშობის ყველა შესაძლო ვერსიას შეისწავლიან.
სიახლეები
- “არ მინდა, ბრძოლის გარეშე კალაძეს თბილისი გადავაბარო - მინდა, დავარწმუნო პარტნიორები, რომ გამარჯვების ფორმულა არის ბრძოლაში” -მამუკა ხაზარაძე
- თურქეთში ყურბან-ბაირამის პირველ დღეს 14 000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა
- “ჩვენ არ ვართ ბავშვები პუტინთან ერთად სკვერში, სათამაშო მოედანზე, ის მკვლელია, რომელიც ამ სკვერში ბავშვების მოსაკლავად მოვიდა” - ვვოლოდიმირ ზელენსკი ტრამპის განცხადებაზე
- განათლების სამინისტრო - გავრცელებული ინფორმაცია, რომ ინკლუზიური განათლების სამმართველო გაუქმდა, არ შეესაბამება სიმართლეს - გაერთიანდა სტრატეგიული დაგეგმვისა და ინკლუზიური განვითარების სამმართველო
- “ოპოზიციის “გარე უფროსები” ფსონს უკვე არა “ნაციონალურ მოძრაობაზე”, არამედ “ლელოსა” და გიორგი გახარიას გუნდზე – “საქართველოსთვის” დებენ” - ლევან მაჭავარიანი