შესაძლებელია თუ არა კორონავირუსის გავრცელება გამოჯანმრთელების შემდგომ
შეუძლია თუ არა COVID-19-ით ნაავადარ პაციენტს დაავადების გავრცელება გამოჯანმრთელების შემდგომ.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს ექიმი ნანა გეგეჭკორი ავრცელებს.
მისი თქმით, ამ კითხვაზე პასუხი დეტალურადაა ახსნილი ამერიკული დაავადებათა ცონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ, რომლის შინაარსსაც ექიმი გვიზიარებს.
"ხშირად მწერენ კონკრეტულ მაგალითებს პირადი გამოცდილებიდან კოვიდ-გადატანილი პაციენტები, რომ ლამის ბულინგის მსხვერპლნი გახდნენ საზოგადოების არაინფომირებულობის გამო.
ქვემოთ მივუთუთებ წყაროს, ვინც ინგლისური იცის შეუძლია დეტალურად გაეცნოს CDC-ს ანგარიშს კოვიდის ხანგძლივობაზე, იზოლაციასა და სიფრთხილის აუცილებლობაზე.
• დღეს არსებული მონაცემებით, ადამიანები ვინც გადაიტანეს კოვიდის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დაავადება და გამოჯანმრთელდნენ ინფექცის გადამტანად რჩებიან არაუმეტეს 10 დღისა პირველი სიმპტომების გამოვლენიდან.
• ადამიანები, ვინც გადაიტანეს კოვიდ-19-ის მძიმე ან კრიტიკული ფორმა და გამოჯანმრთელდნენ, ინფექციის გამავრცელებლად არ ითვლებიან პირველი სიმპტომების დაწყებიდან 20 დღის შემდგომ.
• გამოჯანმრთელებული პაციენტი შეიძლება ტესტ-დადებითი დარჩეს დაახლოებით 3 თვემდე ვადით, ამ დროს ცხვირხახიდან აღებული ნიმუში შეიცავს SARS-CoV-2-ს რნმ-ს, თუმცა მისი კონენტრაცია დაავადების მწვავე პერიოდთან შედარებით ბევრად დაბალია, იმდენად დაბალი, რომ რეპლიკაციის (ანუ გამრავლების) უნარის მქონე ვირუსი ამ ნიმუშში პრაქტიკულად არ არის, შესაბამისად ინფიცირების საფრთხე არ არსებობს. ეს ფენომენი ბოლომდე ამოხსნილი ჯერ-ჯერობით არ არის, მაგრამ ვერც ერთმა კვლევამ ვერ დაადასტურა რომ კლინიკურად დამოჯანმრთელებულ პაციენტს შეუძლია სხვების ინფიცირება!
• მრავლობით კვლევაზე დაყრდნობით კლინიკურ გამოჯანმრთელებაზე დაფუძვნებული იზოლაციის წესების გამოყენება საიმედოდ ითვლება და განმეორებით PCR ტესტირებას გამოჯანმრთელებული პაციენტი არ საჭიროებს.
• პაციენტების უმრავლესობისთვის იზოლაცია სავალდებულო აღარაა დაავადების პირველი სიმპტომებიდან 10 დღის შემდგომ, თუ ბოლო 24 საათი უსიცხო იყო ყოველგვარი მედიკამენტოზური ჩარევის გარეშე.
• ძალიან მრირერიცხოვანია იმ პაციენტების რიცხვი ვინც გადაიტანა დაავადების მძიმე ან კრიტიკული ფორმა, მათთვის იზოლაციის პირობების დაცვა აუცილებელია დაავადების პირველი სიმპტომებიდან 20 დღის განმავლობაში.
• თუ პაციენტს აღენიშნებოდა კოვიდ-19-ის უსიმპტომო ფორმა, იზოლაციას საჭიროებს მხოლოდ 10 დღის განმავლობაში.
• გამოჯანმრთელებული პაციენტი, ზემოთ მითითებული პირობების და ვადების დაცვით იზოლაციას არ საჭიროებს, რაც ნიშნავს იმას რომ მას შეუძლია იყოს საზოგადოების ნებისმიერი სხვა წევრის ირგვლივ ზოგადად მიღებული სტანდარტების შესაბამისად.
• ზოგადად მიღებული სტანდარტებია, ნიღაბი, დისტანცია და ჰიგიენა ყველასთვის.
• გამოჯანმრთელებული ადამიანიც ემორჩილება პრევენციის წესებს არა იმიტომ რომ ის წარმოადგენს საფრთხეს საზოგადოებისთვის, სინამდვილეში საზოგადოების ინფიცირებულები წევრები წარმოდაგნენ საფრთხეს მისთვის, რადგან რეინფიცირების შესაძლებლობა დადასტურებული ფაქტია.
P.S. რეკომენდაციები ნათარგმნია ამერიკის დაავადებათა ცონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) გაიდლაინებიდან. ამ პრინციპებს ეყრდნობა ჩემი რჩევები კოვიდ-19-ის გადატანის შემდგომი პერიოდის ქცევებთან დაკავშირებით", - წერს ნანა გეგეჩკორი.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი