November 23, 2024

"არადა, რომ შეხედავ ნორმალური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს" - თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მოძრაობა "ტრიბუნას" ლიდერს, დავით ჭიჭინაძეს პასუხობს: 

 

"ა.წ. 27 იანვრის ონლაინ მედიაში გამოქვეყნდა სტატია, სადაც პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე ითხოვს „კორონავირუსთან მებრძოლი ექიმების გამყრელიძის, ცერცვაძის და იმნაძის მიმართ სერიოზული გამოძიების ჩატარებას?! ვინაიდან მათ მიერ (ესე იგი ჩვენს მიერ, თ.ც.) გადადგმული ყველა ნაბიჯი საკმაოდ ძვირი დაუჯდა ქვეყანას და ხალხს, როგორც ეკონომიკურად, ისე ჯანმრთელობის მხრივ?!“. ბ-ნი დავითის ეს განცხადება ქართული სინამდვილთვისაც კი ანეგდოტია, თუ გავითვალისწინებთ, რომ მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ საქართველო ძალიან დიდი წარმატებით მართავს COVID-19-ის პანდემიას, შექმნა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო COVID საწინააღმდეგო სამსახური და აქვს ევროპისა და ამერიკის ქვეყნებს შორის COVID-19-ით სიკვდილობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი. საგულისხმოა, რომ ინგლისის ოქსფორდის უნივერსიტეტის რეიტინგით COVID-19-ის საწინააღმდეგო ბრძოლის ეფექტიანობის თვალსაზრისით (შეფასება კომპლექსურია და ეფუძნება სულ 19 ინდიკატორს) საქართველო, მსოფლიოს 183 ქვეყანას შორის სისტემატურად ხვდება პირველ ათეულში!

 

არადა, რომ შეხედავ ბ-ნი დავითი ნორმალური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. გამოგიტყდებით, მის მიმართ გარკვეული სიმპატიითაც კი ვიყავით განწყობილი და ასე რა გაუჭირდა, რომ საზოგადოებისთვის თავის შესახსენებლად ამ გზას მიმართა.

 

მე მინდა ვურჩიო ბ-ნ დავითს, გაწევრიანდეს ახლადშექმნილ ე.წ. „ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაციაში“, რამდენადაც ეს ალბათ, ერთდერთი ორგანიზაციაა ქვეყანაში, სადაც ბ-ნმა დავითმა შეიძლება თანამოაზრეები იპოვნოს. ეს საშუალებას მისცემს ბ-ნ დავითს მომავალ არჩევნებზე დაიმატოს ასოციაციის წევრთა 8 ან 9 ხმა, რაც მის მიერ ბოლო არჩევნებზე ნაჩვენები შედეგის გათვალისწინებით ცოტა ნამდვილად არ არის.

 

P.S.საინტერესოა, ბ-ნი დავითი ჩვენთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვს, თუ გირაოს" - წერს ცერცვაძე სოციალურ ქსელში. 

წაკითხვა 560 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.