ბიძინა კულუმბეგოვი მეგი ბაქრაძის გარდაცვალების სამედიცინო გამოძიებას ითხოვს
"ეს ტრაგიკული შემთხვევა მოხდა ისეთ დაწესებულებაში, სადაც ყველა დარგის ექიმი მის ირგვლივ იყო, მაგრამ რატომღაც მაინც ვერ მოხერხდა მისი გადარჩენა", - ამის შესახებ ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმმა ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია "იმედთან" მეგი ბაქრაძის გარდაცვალების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, სამედიცინო გამოძიება დაადგენს, თუ რა მოხდა სინამდვილეში. კულუმბეგოვი მყარი არგუმენტებით დასაბუთებას ითხოვს.
„კიდევ ერთხელ სამძიმარს ვუცხადებ მეგის ოჯახს, ნამდვილად გმირი ადამიანის დაღუპვა ჩვენთვის სერიოზული დანაკარგია, ოჯახური ადამიანური და ჯანდაცვის სისტემასაც და ვაქცინაციასაც ზიანი მიადგა, უდიდესი ტრაგედია დაგვატყდა თავს და ქვეყანასაც.როგორ და რანაირად ამას გამოძიების პროცესი სჭირდება და სამედიცინო გამოძიებას ვგულისხმობ და მყარი არგუმენტებით დასაბუთების დადება", - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
სიახლეები
- საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ფინეთს დღეს მეოთხედფინალში შეხვდება
- “ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით ამომრჩევლებს, ისინი მხოლოდ ერთმანეთს ხვდებიან – რამდენიმე აკაცუკი შეიკრიბება და აგინებენ ყველას, ვინც მათ გვერდით არ არის” - კახა კალაძე ოპოზიციაზე
- iPhone 17 გამოვიდა
- “რუსებმა ზუსტად იცოდნენ, რას უმიზნებდნენ და კარგად ხედავდნენ, რომ ესროდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს” - ზელენსკი იაროვაზე თავდასხმაზე
- მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა უკრაინაზე რუსეთის დღევანდელ მასირებულ შეტევასაც