,,ლოკდაუნის შემოღება ჩვენი ქვეყნისთვის მომაკვდინებელია" - კულუმბეგოვი
ფაქტია, რომ გამოსავალი უნდა ვიპოვოთ და ცხოვრებას ასე ვერ გავაგრძელებთ. ქვეყანას არსებობისა და განვითარებისთვის სჭირდება უფრო მეტი თავისუფალი ცხოვრება. მეტი შეზღუდვისა და ლოკდაუნის შემოღება ჩვენი ქვეყნისთვის პრაქტიკულად მომაკვდინებელია, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.
მან სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ექიმებს შორის ვაქცინაციის მსურველების რაოდენობა დაბალია.
„მაშინ როდესაც, მოლოდინი გვქონდა, რომ ჩვენი 75 000 ადამიანიდან დაახლოებით 60% მაინც აიცრებოდა. სამწუხაროდ ჯერ ჩანს, რომ 10%-საც ვერ მივაღწიეთ. ჩვენს კოლეგებს და ზოგადად, სამედიცინო პერსონალს შეიძლება უფრო მეტი კრიტიკული კითხვა ჰქონდეს, რადგან როდესაც უფრო მეტი იცი, უფრო მეტად მშიშარა ხარ ამ თვალსაზრისით და როცა ნაკლები გაქვს ინფორმაცია, შეიძლება უფრო გულადი და თამამი გახდე. ამიტომ ჩვენ მეტი ახსნა-განმარტებები გვჭირდება“,- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია ,,იმედის" ეთერში.
სიახლეები
- “პატრიარქის არჩევნები ეკლესიის შიდა საქმეა და ჩარევა არავინ არ უნდა სცადოს...” - სანდრო თვალჭრელიძე
- "ეს ძალიან სწრაფად დასრულდება, თუ იმას გააკეთებენ, რაც უნდა გააკეთონ - ჩემი ნება რომ იყოს, ნავთობს ავიღებდი, დავიტოვებდი და ბევრ ფულს ვიშოვიდით"
- საქართველოში შესაძლოა ახალი - C5 კატეგორიის ორდინალური ვიზა დაინერგოს
- "შუა დერეფანი გაივლის აზერბაიჯანსა და საქართველოს, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და უპირატესი არტერია"- ილჰამ ალიევი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 7 აპრილისთვის
