ესპანეთში შექმნეს ტექნოლოგია, რომელიც კორონავირუსს თვალების გამოსახულებით გამოავლენს
ესპანეთში ქმნიან ტექნოლოგიას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია თვალების გამოსახულებით დადგინდეს, არის თუ არა ადამიანი COVID-19-ით დაავადებული.
ამისათვის სპეციალური სათვალეები გამოიყენება, რომლებიც თვალებს ფოტოსურათს უღებს ხელოვნური ინტელექტი კი გამოსახულებას აანალიზებს და გარკვეული ალგორითმების მეშვეობით, მხოლოდ სამ წამში ადგენს არის თუ არა პირი ინფიცირებული.
”თვეების განმავლობაში ჩატარებული გამოკვლევების შემდეგ მივედით დასკვნამდე, რომ COVID-19-ის დამახასიათებელი ანთებითი ნიმუში თვალებშიც აისახება”, - განაცხადა OcuTech პროექტის ხელმძღვანელმა, რომელიც ესპანეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის სამეცნიერო გუნდებს აერთიანებს.
სიახლეები
- „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორი ელისო კილაძე დააკავეს
- ინდური, არაბული და მექსიკური კვების ობიექტები – სეს-მა კვების 7 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
- ჟენევაში ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები დაიწყო
- საქართველოს წყვილმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
- ,,დღეს უფრო თვალსაჩინოა, რომ შანტაჟი, რომელიც მომდინარეობს გარე ძალებისგან მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით, ემსახურება საქართველოსა და რეგიონში პროცესების ესკალაციას"- მიხეილ ყაველაშვილი
