რა არის ცნობილი ახალი "დელტა პლუს" შტამის შესახებ
ინდოეთის სამედიცინო მეცნიერებათა ინსტიტუტის მეცნიერთა ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი "დელტა პლუს" შტამი კიდევ უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე აქამდე არსებული ვარიანტები. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.
"დელტა პლუს" შტამი პირველად ინდოეთში, მიმდინარე წლის 11 ივნისს გამოვლინდა.
ეს არის "დელტა" ვარიანტის, B.1.617.2-ის მუტირებული შტამი, მის აგებულებაში გვხვდება ცილის მუტაცია, რომელიც ასევე სამხრეთ აფრიკულ ე.წ. "ბეტა" შტამშიც აღინიშნება.
წამყვანმა ინდოელმა ვირუსოლოგმა შაჰიდ ჯამილმა განაცხადა, რომ K417N ამცირებს მონოკლონური ანტისხეულების სამკურნალო კოქტეილის ეფექტურობას.
რამდენად გავრცელებულია "დელტა პლუს" შტამი?
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით, დელტა შტამი უკვე 11 ქვეყანაში ვრცელდება. სულ დაფიქსირებულია ინფიცირების 197 შემთხვევა, მათ შორის: დიდ ბრიტანეთში - 36, კანადაში - 1, ინდოეთში - 8, იაპონიაში - 15, ნეპალში - 3, პოლონეთში - 9, პორტუგალიაში - 22, რუსეთში - 1, შვეიცარიაში - 18, თურქეთი - 1 და აშშ - 83.
"დელტა პლუს" შტამით გარდაცვალების პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი შემთხვევა ინდოეთში ფიქსირდება.
ამ დროისათვის, კორონავირუსის ვაქცინების "დელტა პლუს" შტამის მიმართ ეფექტურობის დასადგენად კვლევები ინდოეთსა და მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
