როდის და რომელი ტესტი უნდა გავიკეთოთ ანტისხეულების გამოსავლენად
ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის განმარტებით, ორგანიზმში ანტისხეულების რაოდენობის გადამოწმება აუცილებელი არ არის, თუმცა სურვილის შემთხვევაში, მოქალაქეებს მეორე აცრიდან ორი კვირის შემდეგ ტესტის გაკეთება შეუძლიათ.
ბუწაშვილმა ასევე განმარტა, რომ ვაქცცინირებულმა და კოვიდგადატანილმა ადამიანებმა ანტისხეულების რაოდენობის დასადგენად სხვადასხვა ტესტი უნდა ჩაიტარონ.
"პირველ რიგში, ვაქცინირებულებმა და კოვიდ გადატანილებმა სხვადასხვა ტესტი უნდა გაიკეთონ. ტესტის გაკეთების დროს ლაბორატორია აუცილებლად უნდა ჩააყენონ საქმის კურსში, რატომ სურთ ტესტის გაკეთება, რადგან როდესაც ადამიანი ბუნებრივად გადაიტანს ვირუსს, მას სხვა ტიპის ანტისხეულები აქვს. ზოგჯერ დაბნეულობაა ხოლმე, ვაქცინირებულებს უარყოფითი აქვთ ტესტის პასუხი და აღმოჩნდება, რომ ის ტესტი არ აქვთ გაკეთებული, რომელიც საჭირო იყო. პირველ რიგში ესაა აუცილებელი", - განაცხადა ბუწაშვილმა.
ამასშთან, როგორც ბუწაშვილმა აღნიშნა, ყველა ადამიანის იმუნური სისტემა განსხვავებულია, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ იმ პირებს, რომლებმაც ვირუსი მძიმედ გადაიტანეს, უფრო მეტი ანტისხეული აქვთ, ვიდრე მსუბუქ ან უსიმპტომო პაციენტებს.
"ყველა ადამიანის იმუნური სისტემა განსხვავდება ერთმანეთისგან და პასუხი როგორც ინფექციებზე, ისე ვაქცინებზე არის განსხვავებული. ბუნებრივი იმუნიტეტის შემთხვევაში, ანუ ვინც გადაიტანს კოვიდს პროპორციულია დაავადების სიმძიმესთან. რაც უფრო მძიმედ გადააქვს ადამიანს კოვიდი, მით უფრო მაღალი აქვს ანტისხეულები და უფრო მეტს ხანს მიყვება, ვიდრე უსიმპტომოებს და მსუბუქ პაციენტებს", - განაცხადა ბუწაშვილმა.
სიახლეები
- დენი რამდენიმე დღეში გაძვირდება, წყალი - 1 წლის შემდეგ, გაზის ტარიფი თითქმის უცვლელი დარჩება
- "მადლიერების გრძნობა ჩვენს სულიერ ცხოვრებაში ძალიან დიდი, ნათელი და მოზეიმე ძალაა" - მეუფე შიო
- "დღეს ჩვენ იგივე მივიღეთ – კლასიკური პოლიტიკური შანტაჟის მსხვერპლი ხდება საქართველო" - ზვიად შალამბერიძე ევროკომისიის ანგარიშზე
- 21 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით შსს რუსთაველზე საპროტესტო მსვლელობის მოწყობას ზღუდავს
- "მნიშვნელოვანი რომ არ იყოს, იძულებულები არ იქნებიან, ყოველდღე რაღაცით ამ პროტესტის გაჩერება სცადონ - ვერ აჩერებენ და ვერ გააჩერებენ!" - სალომე ზურაბიშვილი
