"მაიმუნის ვირუსით" მსოფლიოში პირველი ადამიანი გარდაიცვალა
მაიმუნის ვირუსით მსოფლიოში პირველი ადამიანის გარდაცვალება ჩინეთში დაფიქსირდა.
გარდაცვლილი პეკინში ვეტერინარად მუშაობდა.
როგორც ცნობილია, გარდაცვლილის ახლო კონტაქტების წრე ინფიცირებისგან დაცულია.
გავრცელებული ინფორმაციით, 53 წლის მამაკაცი, რომელსაც მაიმუნის ვირუსი B (BV) დაუდასტურდა, პრიმატების შემსწავლელ დაწესებულებაში მუშაობდა. სიმპტომები მას ინფიცირებიდან ერთი თვის შემდეგ გამოუვლინდა. ცნობილია, რომ მან მარტის დასაწყისში ორი გარდაცვლილი მაიმუნი გაკვეთა.
აღნიშნული ვირუსი 1932 წელს იქნა გამოყოფილი და ინფიცირება შესაძლებელია მაიმუნთან პირდაპირი კონტაქტისას.
ჩინეთში მიიღეს გადაწყვეტილება მაკაკებზე კონტროლი გამკაცრდეს და გამკაცრდეს ვეტერინარების უსაფრთხოებაც.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე
