ასეთ შემთხვევაში ქვეყანამ შეზღუდვები უნდა დააწესოს - ბიძინა კულუმბეგოვი
ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის აზრით, თუ ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა 5 ათასს მიაღწევს, ქვეყანამ შეზღუდვები უნდა დააწესოს.
მისივე განმარტებით, ჯერჯერობით, ამ რაოდენობის პაციენტებს ქვეყანა უმკლავდება.
„ქვეყნისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა 3-ათასიანი ნიშნული, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზულია. მაგრამ წინა ტალღებთან შედარებით, მთავარი საპირწონე არის ის, რომ გვაქვს უზარმაზარი და უძლიერესი ძალის ინტერვენციის საშუალება, რასაც ვაქცინაცია ჰქვია. ბუნებრივია, ვიცით, რომ საქართველოში, უცებ ხვალ ვერ გავიღვიძებთ და ჩვენი სურვილის მიუხედავად, ყველა ორჯერადად აცრილი ვერ იქნება, ამას ობიექტური დროის ფაქტორი აქვს და ის ჩვენ საწინააღმდეგოდ მუშაობს. თუ ჩვენს ქვეყანაში ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა 5 ათასს მიაღწევს, ჩემი, როგორც ერთი ექსპერტის მოსაზრებით, რა თქმა უნდა, ქვეყანამ შეზღუდვები უნდა დააწესოს, სხვანაირად ეპიდემიის კონტროლი ვერ იქნება. ჯერჯერობით, ამ რაოდენობის პაციენტებს ქვეყანა უმკლავდება, თუმცა, სამწუხაროდ, რაც მეტი ადამიანია ინფიცირებული, მეტია ჰოსპიტალიზებული და კიდევ უფრო სამწუხაროდ მეტია გარდაცვლილი“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 სექტემბრისთვის
- “როგორ არის ფრანგულად ქაჯუნ? სე ლა ვი!” - გოგა ხაინდრავა სალომე ზურაბიშვილს
- ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი მიიღო
- დიდმა ბრიტანეთმა ოთარ ფარცხალაძე და ლევან ვასაძე დაასანქცირა
- “ღაზას ომი ისრაელის იმიჯს მთელ მსოფლიოში აზიანებს” – მაკრონი