ბოდიშს ვუხდი მოსახლეობას, ჩემი წვლილიც არის ამ საკითხში - გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ დღეს მოქმედმა რეგულაციებმა შედეგი ორ კვირაში უნდა გამოიღოს.
ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა მოსახლეობას კვლავ რეგულიაციების დაცვისა და ვაქცინაციისკენ მოუწოდა.
"შეზღუდვები რაც დაწესდა, ეს არის მობილობის დაგდება ძირითადად დიდ ქალაქებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებით, მე მესმის რამდენი უხერხულობა შევუქმენით მოსახლეობას, მაგრამ ამ დროს, როცა ამხელა ციფრები გვაქვს, სხვა გამოსავალი არ არის.
ბოდიშს ვუხდი მოსახლეობას, რომ ჩემი წვლილიც არის ამ საკითხში, მაგრამ საბოლოოდ საბჭო იღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის, ჩვენ შემთხვევების რაოდენობა უნდა დაგვესტაბილიზებინა. დაავადებათა კონტროლის ცენტრი უფრო რადიკალური იყო, გვინდოდა, რომ სხვა შეზღუდვაც დაწესებულიყო ქვეყანაში, მაგრამ ოქროს შუალედი იყო მოძებნილი ამ ეტაპზე.
როცა აწესებ შეზღუდვას, მისი შედეგი ჩნდება 2 კვირის ფარგლებში. არ ვიცი, შაბათს დაწყებული შეზღუდვების ეფექტია თუ არა, მაგრამ ბოლო 4 დღეში ახალი შემთხვევების რიცხვი, ისევე, როგორც დადებითობის მაჩვენებელი ძალიან ნელი ტემპით, მაგრამ დაიძრა ქვემოთ. ამიტომ მოფრთხილება სჭირდება, უნდა დავიცვათ ყველა რეკომენდაცია. რა თქმა უნდა, ამ სტაბილიზაციაში დიდი წვლილი აქვს ყოველდღიურ აცრებს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ მედიავებინარზე.
სიახლეები
- “არქიმანდრიტ ილიას ეპისკოპოსის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ეკლესიის იერარქებისადმი ცილისმწამებლური განცხადებებისათვის აეკრძალოს მღვდელმოქმედების უფლება, ვიდრე არ გამოავლენს გულწრფელ სინანულს” – ილია მეორე
- “მუნი ყოველწლიურად არის, მატება არ შეინიშნება, ყველას შეიძლება დაემართოს და საპანიკო არაფერია” - პაატა იმნაძე
- ,,თავად რატომ არ დაურეკა მანჩო გიორგობიანმა მისთვის სანდო პატრულს?! მნიშვნელოვანი კითხვაა და ლეგიტიმური” – თაკო ჩარკვიანი
- “ჭრილობა არის მძიმე ხარისხის, მას შეეძლო სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობის დაყენება” - ლევან რატიანი დაჭრილ სპეცრაზმელზე
- გიორგი მამარდაშვილი „არქის“ მასშტაბური პროექტის - „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი გახდა
