მდგომარეობა მძიმეა, ვითარების გაუმჯობესების ნიშნები ნამდვილად არ არის - გაბუნია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია კვლავ უაღრესად საყურადღებოა.
მისი ინფორმაციით, დღეს პირბადის გამოყენების მაჩვენებელი მხოლოდ 50%-ია, ხოლო მობილობილობა მაღალია.
„ეპიდსიტუაცია კვლავ უაღრესად საყურადღებო რჩება. დღევანდელი მაჩვენებელიც აღემატება 5 ათასს შემთხვევას. 58 გარდაცვლილია, რაც კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ მდგომარეობა მძიმეა და მძიმე პაციენტების გადარჩენა ძალიან რთულია. სტაბილიზაციის შემთხვევაში ჩვენ ვგულისხმობთ იმას, რომ ნახტომისებული მატება ისეთი, როგორიც გვქონდა გასული 2 კვირის განმავლობაში, ბოლო პერიოდში არ აღინიშნება, თუმცა, ეს არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ჯერჯერობით სიტუაციის გაუმჯობესების თაობაზე ვიფიქროთ, რადგან ამის ნიშნები ჯერ ნამდვილად არ არის. ოდნავ მეტი სტაბილიზაცია არის თბილისსა და აჭარაში, სხვა რეგიონებში პირიქით, შემთხვევების მატებაა. ასეთ სიტუაციაში, ძალიან მნიშვნელოვანია პირბადის გამოყენების ხელშეწყობა, სამწუხაროდ, დღეს პირბადის გამოყენების მაჩვენებელი მხოლოდ 50%-ია, მაშინ, როდესაც აპრილ-მაისში 73-75%-ზე ვიყავით. ასევე, საკმაოდ მაღალია მობილობის მაჩვენებელიც. ეს ორი მიმართულება კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სიტუაცია ვაქცინაციასთან ერთად დასტაბილურდეს“,- განაცხადა გაბუნიამ.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი