რა ასაკის ბავშვებისთვის არის განსაკუთრებით სახიფათო დელტა შტამი - პედიატრის განმარტება
კლინიკაში გვყავს 3, 5, 10 დღის ჩვილები, - ამის შესახებ ციციშვილის კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა მაია ჩხაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, კორონავირუსის დელტა ვარიანტი განსაკუთრებულად საშიშია ჩვილებისთვის, ხოლო ვირუსის წყარო მათთვის ძირითადად ოჯახის წევრები არიან.
"წლამდე ასაკის ბავშვებთან დაკავშირებით, პროტოკოლშიც გვიწერია, რომ როდესაც კორონავირუსული ინფექცია გამოვლინდება ოჯახის ექიმებმა ბინის პირობებში შეიძლება ვერ მართონ პაციენტი. წლამდე ასაკის ბავშვები არიან განსაკუთრებით სახიფათო დელტა შტამის შემთხვევაში. მოზრდილი ბავშვები შესაძლოა ბინის პირობებში იმართოს, მაგრამ ახალშობილები და ჩვილები არიან ყველაზე მოწყვლადი. მათ ძირითადად მშობელი და ოჯახის წევრები გადასცემს ინფექციას, ახალშობილს სხვა კონტაქტები არ აქვს. მათი იმუნური სისტემა ჯერ ჩამოუყალიბებელია, ასევე მათი ორგანოების ანატომიური თავისებურებებიდან გამომდინარე, ყველა დაავადების მიმართ ისინი ძალიან მგრძნობიარენი არიან. თუ ძუძუთი კვებაზეა ბავშვი და დედას აქვს გადატანილი ინფექცია, რაღაც დოზით მას ანტისხეულები და იმუნიტეტი გადაეცემა, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში, მშობლები, რომლებიც ბავშვებთან ერთად მკურნალობენ ჩვენთან, მათი 99.9% არავაქცინირებულია," - განაცხადა მაია ჩხაიძემ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე
