როგორ გავიუმჯობესოთ მეხსიერება COVID-19-ის შემდეგ?
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა გარკვეული ნაწილი მეხსიერებასა და კოგნიტური ფუნქციების დარღვევასთან დაკავშირებულ პრობლემებს უჩივის.
ასეთი შემთხვევები განსაკუთრებით ხშირია იმ პირებში, რომლებსაც ე.წ. ხანგრძლივი კოვიდი აქვთ გადატანილი.
რა გავლენას ახდენს კოვიდი მეხსიერებასა და კოგნიტურ ფუნქციებზე?
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულებს ზოგჯერ უჭირთ ახალი მოვლენების დამახსოვრება, სახელების ან სიტყვების გახსენება, ან მედიკამენტების დროული მიღება.
ასევე, უჭირთ კონცენტრაცია, ორი საქმის ერთდროულად გაკეთება. ისინი ზოგჯერ არაორგანიზებულად, იმპულსურად გამოიყურებიან. მათ შეიძლება გაუჭირდეთ დავალებების შესრულება, ან დაიწყონ დავალება, მაგრამ არ დაასრულონ იგი.
როგორ გადავჭრათ ეს პრობლემა?
მეხსიერების და აზროვნების პრობლემების მართვის პირველი ნაბიჯი არის მისი აღიარება. ძნელია იმის აღქმა, რომ თქვენს წინაშე არსებული პრობლემები რეალურია. იმის დასადგენად, გაქვთ თუ არა მეხსიერების პრობლემა ყველაზე მარტივი გამოსავალია ჰკითხოთ ოჯახის წევრებს ამჩნევენ თუ არა რაიმე განსხვავებას.
ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ამ პრობლემაზე საუბარი.
ასევე, ყოველი დღის დაგეგმვა და გეგმის ნაბიჯ-ნაბიჯ შესრულება.
თუ კონცენტრაცია გიჭირთ ეცადეთ მცირე დროით ყურადღება მოადუნოთ. შეისვენეთ 5-10 წუთით, მოუსმინეთ მუსიკას და ეცადეთ სრულად მოდუნდეთ. მხოლოდ ამის შემდეგ განაგრძეთ მუშაობა.
გონების გავარჯიშების ყველაზე კარგი საშუალება მარტივი სავარჯიშოების გაკეთებაა. გაიხსენეთ მათემატიკა, აკეთეთ მარტივი ამოცანები, უფრო მარტივია გამრავლების ტაბულის გადამეორება. ამასთან, მეხსიერება ვარჯიშთან ერთად უმჯობესდება - ისწავლეთ ახალი სიტყვები, დაიწყეთ რომელიმე უცხო ენის შესწავლა.
ექიმები გირჩევენ მოერიდოთ ალკოჰოლს და მოიწესრიგოთ ძილის რეჟიმი.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი