მეცნიერებმა აივ-ინფექციის მკურნალობის ახალი მეთოდი შეიმუშავეს
ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი თავდაპირველად იმუნური სისტემის CD4 + T უჯრედებს - ეგრეთ წოდებულ დამხმარე T უჯრედებს აინფიცირებს.
ანტირეტროვირუსული თერაპიის დახმარებით აივ პაციენტებს შეუძლიათ ეფექტურად აკონტროლონ დაავადება იმუნურ უჯრედებზე ვირუსის ახალი შეტევების თავიდან აცილების გზით. მაგრამ ანტირეტროვირუსული თერაპიის შეწყვეტისთანავე CD4 + T უჯრედებში წლების განმავლობაში დამალული ვირუსი ხელახლა აქტიურდება.
”ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაიმე თერაპიული სტრატეგია სრულად მოსპობს ვირუსს. ჩვენი მიზანია შევიმუშაოთ ფუნქციური მკურნალობა, რომელიც გამოიმუშავებს მძლავრ იმუნურ პასუხს, რომელიც დათრგუნავს ინფექციას ანტირეტროვირუსული თერაპიის შეწყვეტის შემდეგაც კი“, - განმარტავს ალბერტ აინშტაინის მედიცინის კოლეჯის კვლევის თანაავტორი ჰარის გოლდშტეინი.
ამის მისაღწევად მეცნიერებმა შეიმუშავეს სინთეზური ცილები სახელწოდებით synTac, რომლებიც შერჩევით ასტიმულირებენ CD8 +-ს, ან T მკვლელ უჯრედებს, რათა განახორციელონ ძლიერი, სპეციფიკური შეტევა აივ-ინფიცირებული CD4 + T უჯრედების წინააღმდეგ.
მეცნიერებმა ექსპერიმენტები თაგვებზე ჩაატარეს. მკურნალობამ აჩვენა, რომ აღნიშნული მეთოდი ეფექტურად თრგუნავს ინფექციებს მღრღნელებში.
”ეს ნიშნავს, რომ synTac-მა შეიძლება შესთავაზოს ახალი შესაძლებლობები აივ, CMV და სხვა ქრონიკული ვირუსული ინფექციების ფუნქციური მკურნალობისთვის”, - აცხადებენ ავტორები.
ამასთან, SynTac შეიძლება დაპროგრამდეს T უჯრედების გასააქტიურებლად, მაგალითად, კიბოს წინააღმდეგ შეტევის გასაზრდელად, ან 1-ლი ტიპის დიაბეტის და სხვა აუტოიმუნური დაავადებების დასამარცხებლად.
სიახლეები
- “მარტა კოსის განცხადებაზე: საქართველოს ხელისუფლებას დაბრალდა, თითქოს ჩვენ გავაჩერეთ რაღაც პროცესი, რომელიც დაწყებულიც არ ყოფილა, ახლა ისევ ევროკომისიიდან გვესმის, რომ თურმე მათ დავუსჯივართ” - მაკა ბოჭორიშვილი
- “საგამოძიებო კომისიის სხდომები გახდება საფუძველი, რომ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში დაიწყოს ახალი ეტაპი” - გურამ მაჭარაშვილი
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა, 20 დაშავდა
- “რუსეთის ავიაციაზე უკრაინის დარტყმები შესაძლოა, მშვიდობის იმპულსი გახდეს” - კიტ კელოგი
- 6 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი