საქართველო Covid 19-ის სამკურნალო მედიკამენტს მიიღებს - თენგიზ ცერცვაძე
საქართველო Covid 19-ის სამკურნალო აბებს ერთ-ერთი პირველი მიიღებს.
ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისი განცხადებით, პრეპარატზე მუშაობა ფაქტობრივად დასრულებულია და გამოშვებამდე კლინიკური კვლევის დასკვნითი ეტაპია დარჩენილი.
ცერცვაძის თქმით, კვლევებით დადასტურებულია, რომ წამალს ინფექციის გართულების რისკები 50%-დან 90%-მდე შეუძლია შეამციროს.
„მედიკამენტების კლინიკური გამოცდა თითქმის დასრულდა. ასევე კვლევებით დასტურდება, რომ მედიკამენტები პაციენტმა დიაგნოზის დასმისთანავე უნდა მიიღოს და ასეთ შემთხვევაში დამძიმების რისკები, 50%-დან 90%-მდე მცირდება, შესაბამისად, მცირდება ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილობის რისკები“, - განაცხადა ცერცვაძემ.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
