"კოვიდისგან გადარჩენილი თითოეული სიცოცხლე უმნიშვნელოვანესია"- პროექტის ფარგლებში, ქუთაისში ბრენდირებული პირბადეები და სტიკერები დარიგდა
პროექტი „ვაქცინაციის შესახებ დადებითი ინფორმაციის მიწოდებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება“ ხორციელდება „რეგიონების უზრუნველყოფა ინფორმაციით და ამომრჩეველთა გაძლიერება დემოკრატიისათვის“- DRIVE Democracy მცირე გრანტების მხარდაჭერით.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ქუთაისში დამზადდა და დარიგდა ბრენდირებული პირბადეები, სტიკერები - ტელეფონისთვის, ლეპტოპისთვისა და ავტომანქანისთვის. ასევე ქუთაისში მცხოვრები მოსახლეობა გაეცნო საინფორმაციო ტრიფლეტებს ვაქცინაციის შესახებ, საზოგადოებაში გავრცელებულ მითებსა და რეალობაზე.
პროექტის მნიშვნელობასა და მიზნებზე FirstNews.ge- თან პროექტის კოორდინატორმა თათა კაჭკაჭიშვილმა ისაუბრა:
"რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებისას, მაშინ, როდესაც მაღალია, როგორც კორონავირუსით დაინფიცირების, ასევე ვირუსით გამოწვეული გართულების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი, ყველა ძალისხმევა, დაარწმუნო ადამიანი ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სარგებელში, უმნიშვნელოვანესია. ჩვენ, ამ პროექტით ვეცადეთ, სხვადასხვა პლატფორმის გამოყენებით, როგორც ონლაინ ასევე პირისპირ გასაუბრებით, მიგვეწოდებინა მოქალაქეებისთვის სწორი ინფორმაცია, სტატისტიკაზე და კვლევებზე დაფუძნებული ამბები, ასევე გვეჩვენებინა ადამიანები, რომლებმაც პირადი გამოცდილება გაგვიზიარეს, ვაქცინაციის შედეგზე, ვირუსის პრევენციისთვის.
პროექტის მიზანი იყო, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაეგო პროფესიონალებისგან, ექიმებისა და ეპიდემიოლოგებისგან არსებული რეალობის შესახებ. ვფიქრობ, გამოყენებული საშუალებებით ჩვენ ეს შევძელით, რადგან ასეულობით ადამიანი მოიცვა პუბლიკაციებმა და ვიდეორგოლებმა. მოგეხსენებათ, თუ რა ძალა აქვს ინფორმაციის მრავალ პლატფორმაზე ერთდროულად გავრცელებას, პირადი მაგალითების ჩვენებას, პოპულარულ ენაზე მიწოდებულ ამბებს. ვფიქრობთ, რომ მრავლად იქნებიან ადამიანები, რომლებიც პროექტის გაცნობის შემდეგ, კორონავირუსის პრევენციისთვის ვაქცინაციის ჩატარებას გადაწყვეტს. თითოეული ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა კოვიდ19 –ის პანდემიისას უმნიშვნელოვანესია,"- აცხადებს ჩვენთან საუბარში თათა კაჭკაჭიშვილი.
DRIVE Democracy ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) მიერ, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) თანამშრომლობით. პროექტით გათვალისწინებული აქტივობები ემსახურება, ამომრჩეველთა ინფორმირებასა და გაძლიერებას, არჩეული თანამდებობის პირების პოლიტიკური პასუხისმგებლობის ხარისხობრივ გაზრდასა და პოლიტიკური პარტიების პროგრამებში მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებას.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი