როგორია ეპიდ - ვითარება საქართველოში პირველი დეკემბრის დილის მონაცემებით

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 51 321 კვლევა ტესტით, მათ შორის 32 187 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 134 PCR ტესტით.ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 459 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

 

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 850 102-ს.რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.69%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.91% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.65%.

 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 957 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 792 158.

 

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 65 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 119 პირი ემსხვერპლა.

 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 459 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 740 შემთხვევა, აჭარა - 186, იმერეთი - 843, ქვემო ქართლი - 257, შიდა ქართლი - 349, გურია - 136, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 358, კახეთი - 260, მცხეთა-მთიანეთი - 128, სამცხე-ჯავახეთი - 171, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 31.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 45 799 საიდანაც:

6 545 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 610, აჭარაში - 520, იმერეთში - 1 388.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 674 პირი, მათ შორის, თბილისში - 649, აჭარაში - 122, იმერეთში - 505. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 370 პირი, მათგან თბილისში - 207, აჭარაში - 39, იმერეთში - 33.

 

1 125 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 682 - თბილისში, 249 - აჭარაში.

38 129 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 41 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 40, ხოლო აჭარაში - 1.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 30 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 295 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 41 760 ადამიანი.

წაკითხვა 346 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.