"აღმოჩენილია ახალი გენი, ვისაც ეს გენი აქვს, ვირუსს ვერ ებრძვის და ფატალურად ამთავრებს"
ბრიტანეთის სამეფო ლაბორატორიის მკვლევარი ტატა ქებაძე ოქსფორდის ინსტიტუტის მიერ აღმოჩენილი ახალი გენის შესახებ საუბრობს. ვირუსოლოგის განმარტებით, აღმოჩენილი გენი ეთნიკურად აფრიკელ და აზიელ ხალხს აქვს.
მისივე ინფორმაციით, ამ გენის მქონე ადამიანებში კორონავირუსი ძალიან რთულად მიმდინარეობს და ხშირ შემთხვევაში ფატალურად მთავრდება.
"ოქსფორდის ინსტიტუტმა აღმოაჩინა ახალი გენი, რომელიც ადრე არ იყო შესწავლილი. როდესაც ადამიანი ინფიცირდება, მისი უჯრედები ვერ ებრძვის ამ ვირუსს და, შესაბამისად, დაავადება ასეთ ადამიანებში ფატალურად მთავრდება.
ეს გენი ამ დრომდე ასე მკაფიოდ არ იყო შესწავლილი. საინტერესოა, რომ ამ გენის მქონეთა შორის მხოლოდ 15% არის ევროპელი ხალხი, დანარჩენი - აფრიკელი და აზიელი. ასეთ ადამიანებში ძალიან რთულად მიმდინარეობს კორონავირუსი. ეს გენი აქვთ ეთნიკურ ჯგუფებს, მეტად ხშირია აზიური და აფრიკული წარმოშობის ადამიანებში. მათთან ძალიან ცუდად მიმდინარეობს, ფატალურად მთავრდება. ეს ერთგვარად სიახლეა.
ადრე ფიქრობდნენ, რომ ასეთ პოპულაციაში დაავადების დამძიმების მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ამ ეთნიკური ჯგუფების სოციალური მდგომარეობა, თუმცა ახლა გაირკვა, რომ თავად ეს გენი იწვევს ასეთ გართულებას. ამ გენის ადამიანების უჯრედები ვერ ებრძვის ვირუსს. მათ ორგანიზმში სასუნთქი გზების საშუალებით შედის ვირუსი და აბსოლუტურად არანაირი რეაქცია არ აქვს ორგანიზმსა და მის უჯრედებს, ვერ უწევს წინააღმდეგობას დაავადებას და შესაბამისად, ფატალურად მთავრდება," - განაცხადა ტატა ქებაძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში.
სიახლეები
- "ეუთოს დამკვირვებლების მოპატიჟება ნიშნავს იმას, რომ "ოცნება" ბევრად უფრო სტრატეგიულად აზროვნებს"- კახა გოგოლაშვილი
- "საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ, 4 ოქტომბერს რუსული რეჟიმი მშვიდობიანად დავამხოთ და ამისთვის უნდა მოვემზადოთ" - ანა წითლიძე
- "მსოფლიოს შეუძლია აიძულოს კრემლის დამნაშავეები, შეწყვიტონ მკვლელობები" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "კახი, დამშვიდდი, დადინჯდი - დაელოდეთ ხალხის განაჩენს" - ლევან ხაბეიშვილი
- "კრემლი კვლავ დასცინის დიპლომატიას, არღვევს საერთაშორისო სამართალს და კლავს ადამიანებს" - ურსულა ფონ დერ ლაიენი